Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცაგარეიშვილმა თბილისის მერისადმი გაგზავნილ ათ კითხვაზე ,,სანახევრო და დაგვიანებული’’ პასუხი მიიღო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili12-150x150.jpgოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა თბილისის მერისადმი გაგზავნილ ათ კითხვაზე ,,სანახევრო და დაგვიანებული’’ პასუხი მიიღო.

 

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხს, მერის მოადგილე დავით ალავიძე აწერს ხელს, პასუხში კი აღნიშნულია, რომ 2004 წლიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თბილისის მერიისათვის გამოყოფილია 34 972 400 ლარი, ხოლო თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარებისა და ბორდიურების კაპიტალური შეკეთებისათვის გაწეული ხარჯები შეადგენს 287 839 ლარს;

 

 

ცაგარეიშვილისთვის მოსული პასუხის მიხევით, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო ხარჯებისათვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 1 400 000 ლარი, ხოლო თბილისის მერის პირველი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსის და მერის სამი მოადგილის მობილური კავშირგაბმულობის ხარჯებმა 2010 წელს ჯამში შეადგინა 3 920 ლარი.

 

 

დედაქალაქის მერის პასუხის თანახმად, თბილისის გარე განათებისათვის 2007-2009 წლების დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში ასევე სატელევიზიო ანძის განათებისა და ილუმინაციებისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 5 210 199 ლარი, ხოლო გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟისა და დემონტაჟისათვის თბილისის ბიუჯეტიდან თანხები არ გახარჯულა.

 

 

ამასთან დაკავშირებით კი ცაგარეიშვილი იმ ბიზნესმენის დასახელაბს ითხოვს, რომელიც აღნიშნული სამუშაოებისათვის ,,გაიძარცვა’’.

 

 

მერიის ინფორმაციის შესაბამისად, თბილისში თამარ მეფის სახელობის ხიდთან ,,პრომეთეს’’ ქანდაკების მონტაჟის ღირებულება შეადგენს 90 506 ლარს, თუმცა პასუხში არ არის მოცემული ის მიზეზები და ხარჯები, რაც მისი დემონტაჟისათვის დაიხარჯა.

 

 

ცაგარეიშვილს მერია რიყის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯებისა და რიყის ტერიტორიის შემდგომი განვითარების ტენდერის შეასხებ ინფორმაციის მისაღებად, ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდთან’’ ამისამართებს, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სამუშაოების მათი დაკვეთით ტარდება.

 

 

რაც შეეხება რიყის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ე.წ. სათვალთვალო კოშკურასთან დაკავშირებით, მერია დეპუტატს კითხვის დაკონკრეტებას სთხოვს.

 

 

ცაგარეიშვილი კოშკურის მონტაჟის ღირებულებით და დემონტაჟის მიზეზებით იყო დაინტერესებული.

 

 

ცაგარეიშვილის მტკიცებით, იგი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის თბილისის მერიიდან.

 

 

,,მერისგან მირებულ პასუხები უმსგავსობაა და მეტი არაფერი’’, – დასძინა ცაგარეიშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ცაგარეიშვილმა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას 10 კითხვა მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 6 აპრილს გაუგზავნა, დამატებითი ორი კითხვა კი გასულ კვირას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...