Jump to content
Planeta.Ge

მექანიკა -კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა.


Recommended Posts

კინემატიკა – (ბერძნ. κινέω – მოძრაობა). მექანიკის დარგი, რომელიც იკვლევს სხეულთა მოძრაობის გეომეტრიულ თვისებებს მათი მასის და მათზე მოქმედი ძალების გათვალისწინების გარეშე. აქ განიხილება კლასიკური მექანიკის კინემატიკა. თუ სხეულები მოძრაობენ სიჩქარეებით, რომლებიც სინათლის სიჩქარესთან ახლოსაა, მათ მოძრაობას რელატივისტური მექანიკა აღწერს, ხოლო მიკროობიექტების მოძრაობას კვანტური მექანიკა სწავლობს.

 

კვლევის ობიექტის მიხედვით კინემატიკა იყოფა ორ ნაწილად: 1) წერტილისა და მყარი სხეულის კინემატიკა; 2)დეფორმირებადი ნაწილაკის და დეფორმირებადი უწყვეტი გარემოს კინემატიკა. წერტილისა და მყარი სხეულის კინემატიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მოცემული ათვლის სისტემის მიმართ წერტილების ან სხეულების მოძრაობის აღწერა მათემატიკური განტოლებების, გრაფიკების და ცხრილების საშუალებით და მათი მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლების განსაზღვრა. მოცემული ათვლის სისტემის მიმართ წერტილის ან სხეულის მდებარეობას ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი q1,q2,...,qn პარამეტრების, ანუ კოორდინატების ერთობლიობა განსაზღვრავს, რომელთა რაოდენობა თავისუფლების ხარისხთა რიცხვს ემთხვევა. ეს რიცხვი წერტილის შემთხვევაში არ აღემატება 3–ს, ხოლო მყარი სხეულის შემთხვევაში არ აღემატება 6-ს. იმისათვის, რომ მოცემული ათვლის სისტემის მიმართ სხეულის მოძრაობა აღვწეროთ, უნდა ვიცოდეთ დროის ნებისმიერ მომენტში სხეულის მდებარეობა ამ სისტემის მიმართ. მათემატიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ qi კოორდინატების t დროზე დამოკიდებულება უნდა ვიცოდეთ. q1 = f(t),q2 = f(t),...,qn = f(t) (*) განტოლებებს, რომლებიც მოცემული ათვლის სისტემის მიმართ წერტილის ან სხეულის მოძრაობის კანონს განსაზღვრავენ, კინემატიკური მოძრაობის განტოლებები ეწოდება. სისტემაში შემავალი თითოეული f ფუნქცია ცალსახა და ორჯერ დიფერენცირებადი უნდა იყოს. პირველი მოთხოვნა იმ ფაქტის კონსტანტაციაა, რომ დროის ერთსა და იმავე მომენტში სხეული მხოლოდ ერთ წერტილში შეიძლება იმყოფებოდეს. მეორე მოთხოვნა ედება იმის გამო, რომ მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლები დროის მიხედვით პირველი და მეორე რიგის წარმოებულებს წარმოადგენენ.

 

თავისუფალი წერტილის მოძრაობა აღიწერება (*) ტიპის სამი განტოლებით. მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლებია სიჩქარე და აჩქარება. მყარი სხეულის მოძრაობის უმარტივესი სახეებია გადატანითი მოძრაობა და ბრუნვითი მოძრაობა. გადატანითი მოძრაობის დროს სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს, ამიტომ საკმარისია მოცემული სხეულის მხოლოდ ერთი წერტილის – ე. წ. პოლუსის – მოძრაობის განხილვა. უძრავი ბრუნვის ღერძის გარშემო ბრუნვის დროს სხეულს ერთი თავისუფლების ხარისხი გააჩნია და მისი მდებარეობა მობრუნების φ კუთხით ხასიათდება. ამ მოძრაობის კანონია φ = f(t). მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლებია კუთხური სიჩქარე ω და კუთხური აჩქარება ε.

 

დინამიკა არის მექანიკის დარგი, რომელიც სწავლობს სხეულის აჩქარების გამომწვევ მიზეზებს.

 

 

წყარო

wiki

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უახლოეს მომავალში ამ საგანსი მაქვს საკმაოდ მძიმე გამოცდა ჩასაბარებელი,

სტატიკა ნელ-ნელა დავამუღამე, ეხლა დანარჩენი ორი ნაწილი მაქვს "მოსაყომარებელი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მექანიკა -კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა

ეს საგანი თეორიული მექანიკა არ არის?

 

 

ამ საგანსი მაქვს საკმაოდ მძიმე გამოცდა ჩასაბარებელი

რა სპეციალობაზე სწავლობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს საგანი თეორიული მექანიკა არ არის?

ყველა თეორიულია, და არ ვიცი კონკრეტულად რა ქვია, მაგრამ ჩემს საგან პრაქტიკული მექანიკა ქვია და საკმაოდ მძიმე საგანია(ამ საგნით ცხრილავენ ხალხს ჩვენთან)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, საგანს ერქვა ასე რა, "თეორიული მექანიკა".

ხო მაგრამ თეორიულსი მე მგონი უფრო მათემატიკური მხარე ისწავლება, ხოლო ტერქნიკურში უფრო საინჟინრო განხრა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

FIRST^_^ALIEN

კონკრეტულად რას სწავლობ?

 

და სკრიპტისმაგვარი ხომ არ გქვს(ვირტუალური ვერსია)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ფორუმზე ვინმე ფიზიკოსი თუ ხართ?? ან მომავალი ფიზიკოსი?? ან ბავშვები ვისაც ფიზიკოსობა გინდათ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ფორუმზე ვინმე ფიზიკოსი თუ ხართ?? ან მომავალი ფიზიკოსი?? ან ბავშვები ვისაც ფიზიკოსობა გინდათ :D

და რა გაინტერესებს კონკრეტულად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://ivisice.tugraz.at/downloads/meister_em/index.html

ძალიამ მაგარი რამა,ვისაც მექანიკა ცოტა გესმით, სეგიძლიათ ივარჯიშოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sv@mp

ამ ფორუმზე ვინმე ფიზიკოსი თუ ხართ?? ან მომავალი ფიზიკოსი?? ან ბავშვები ვისაც ფიზიკოსობა გინდათ

მე ბავშვობაში ფიზიკას ვსწავლობდი (ლონდონში არა მხოლოდ :givi:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...