Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “სოლიდარობამ” თბილისის კავკასიის ცენტრად გადაქცევის გეგმა წარმოადგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/epnepn-777-150x100.jpgპოლიტიკურმა მოძრაობა “სოლიდარობამ” საზოგადოებას თბილისის კავკასიის ცენტრად გადაქცევის გეგმა წარუდგინა.

 

 

როგორც დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო სიგუამ განაცხადა, თბილისის კავკასიის ცენტრად გადაქცევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პარტიის მიერ წარდგენილ 18 პუნქტიან შემოთავაზებაში.

 

 

სიგუას განცხადებით, პარტიის მიზანია აღადგინოს დაკარგული ტრადიციები, კულტურული კონტაქტები ჩრდილო კავკასიელებთან და ხელი შეუწყონ ნამდვილ და არა ფსევდო განათლებას.

 

 

მისი თქმით, ეს დაეხმარება საქართველოს რათა რეალურად გახდეს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და კულტურული პროგრესის ორიენტირი კავკასიაში.

 

 

მიზნის მისაღწევად “სოლიდარობა” მოითხოვს, შესაბამისი კულტურული ცენტრების აღსადგენად გამოიყოს დაფინანსება, ასევე მთავრობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% გაზარდოს მეცნიერებისა და განათლების სფეროს დაფინანსება.

 

 

სიგუას განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასა და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან სამეცნიერო კონტაქტების აღდგენას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...