planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia7-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს დღეს განიხილავს. საია სასამართლოში ცესკოს 2010 წლის 2 მაისის დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც განისაზღვრა საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის წესი. ცესკოს სადავო განკარგულების საფუძველზე, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იგი რეგისტრირებული იყო მესაკუთრის მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა რიცხვი 12 000-ია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პირებისთვის აქტიური ხმის უფლების შენარჩუნება, საიას აზრით, ეს არ უნდა განხორციელდეს კანონის დარღვევის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, საიამ შეიმუშავა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცესკოს მისცემდა საშუალებას ხელახლა განეხორციელებინა მსგავსი კატეგორიის ამომრჩეველთა რეგისტრაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ცესკოს დადგენილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კანონთან წინააღმდეგობის გამო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts