planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/rezonansi_large-150x150.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლოში გაზეთ “რეზოონანსისა” და საიას სარჩელის განხილვა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო 19 მაისისთვის გადაიდო. მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ დღევანდელ პროცესზე მხარეებს მორიგება შესთავაზა. გაზეთი “რეზონანსი” და საია ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი ეხებოდა “ენგურშესის” შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის სააჯაროობას. ისინი სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის დოკუმენტების ბათილად ცნობას და მემორანდუმის ნაწილობრივ მაინც გასაჯაროებას ითხოვენ. მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “ინტერ რაოს” შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. მემორანდუმი “ენგურჰესის” ერთობლივ მართვას ეხება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts