planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia8-150x150.jpgახალაგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოითხოვს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჩვმიტანილების დასჯას. დღეს საიას ოფისში 4 წლისთავთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ხიდაშელის განცხდებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება თავიდანვე არაეფექტურად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ კორტების ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, დღემდე არ დასჯილან შსს-ს ის მაღალჩინოსნები რომელთაც ამ მკვლელობებში მიუძღვით ბრალი. “დამნაშავე პირთა დაუსჯელობამ სამართადამცავ სტრუქტურებში დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი და იმის პრეზუმცია, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, პოლიციელი ყოველთვის მართალია.”_ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთდა ასოციაციის თავჯდომარემ თამარ ხიდაშელმა. “ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ევროპის სასამართლოშია გადაცემული,მას უკვე მიენიჭა პრიოტიტეტი და 2 წლის განმავლობაში იქნება განხილული. ჩვენ კი ხელისუფლებას ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული და მკვლელები სამაგალითოდ დაისაჯონ” განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, 2006 წლის 2 მაისს, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ადგილზე იქნა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts