Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეროვნული საბჭო ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნას ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/praimer451-150x150.jpgმოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ ძალადობასა და რეპრესიებს აპროტესტებს.

 

 

ამის შესახებ დღეს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა და ეროვნული საბჭოს კოორდინატორმა სარჩევნო საკითხებში ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი მიმართავს უკანონო ქმედებებს ~ეროვნული საბჭოს~ წევრების საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად.

სამეგრელოში, თიანეთსა და ყვარელში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ფაქტები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება 30 მაისს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.

 

 

ბოჟაძის განცხადებით, 2 მაისს, 12 საათზე, როდესაც ~ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენელი აბაშის მეოთხე საარჩევნო უბანზე ელგუჯა გაბისკირია საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასასწრებად მიდიოდა, ავტობუსის გაჩერებასთან იგი უმიზეზოდ დააკავა პოლიციის თანამშრომელმა ოტია გაბელაიამ და პოლიციის აბაშის რაიონულ განყოფილებაში წაიყვანა. იქ სამართალდამცავებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, ელგუჯა გაბისკირია ზუგდიდში გადაეყვანათ.

 

 

~ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ და საარჩევნო კომისიის წევრის უკანონოდ დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.

 

 

მოძრაობის ინფორმაციით, 2 მაისს პოლიციამ თიანეთში ასევე უმიზეზოდ დააკავა ~ეროვნული საბჭოს~ მიერ თიანეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად დასახელებული გივი ჩილაური (ზარიძეების საარჩევნო ოლქი) და გია ბერბერაშვილი (ტუშურების საარჩევნო ოლქი). ისინი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

 

დაკავების წინა დღეებში ორივე მათგანზე ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა. მათგან ითხოვდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურები მოეხსნათ.

 

 

ზეწოლა ხორციელდება აგრეთვე გია ბერბერაშვილის დასა და სიძეზე.

პირველი მათგანი, ნინო ბერბერაშვილი სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორია და მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

 

 

იგივე მუქარა შეუთვალეს გია ბერბერაშვილის სიძესაც, რომელიც მცხეთის საპატრულო პოლიციაში მუშაობს.

 

 

ამასტან ერთად, 3 მაისს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თაინეთის პოლიციის დეტექტივმა კახა დოჯორიშვილმა.P

 

 

მოძრაობის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ძალადობის ფაქტები ყვარლის რაიონშიც გამოავლინეს. რაიონის გამგებლის ლევან გამსახურდიას (იგი, ამავე დროს, ~ნაცმოძრაობის~ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია) და პოლიციის უფროსის თემურ გურაშვილის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს ~ეროვნული საბჭოს~ მიერ ახალსოფლის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა მზია ხუტუაშვილმა და მთისძირის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ანეტა მღებრიშვილმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მთისძირის საკრებულოში კენჭს იყრის იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მამა, შალვა ადეიშვილი, ხოლო ახალშოფელში _ საჯარო რეესტრის უფროსი და პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ახლო ნათესავი თამაზ გუგოშვილი.

 

 

მზია ხუტუაშვილმა და ანეტა მღებრიშვილმა, ზეწოლის გამო, ასევე უარი თქვეს ~ეროვნული საბჭოს~ პარტიულ სიაში ყოფნაზე. ამის გამო, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ~ეროვნული საბჭოს~ პარტიული სიის რეგისტრაცია გააუქმა.

 

 

~ეროვნული საბჭო~ მოითხოვს საარჩევნო კომისიის წევრებზე და საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის შეწყვეტას და ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...