Jump to content
Planeta.Ge

დატოვებენ ქართველები ოლიმპიადას?


Recommended Posts

დატოვებენ ქართველები ოლიმპიადას?

 

ოლიმპიადა სამი დღის წინ ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ დღეს ასეა: პეკინის ოლიმპიადა მთლიანად ქართველი ერისთვის კი არა, იქ მყოფი სპორტსმენებისთვისაც კი მეორეხრისხოვანი გახდა. საქართველოში საომარი მდგომარეობაა და ახლა არავის სცხელა პეკინის ტატამისთვის, ტაიჭიოსთვის თუ პლაჟისთვის...

 

წუთი წუთზე ველოდებით ინფორმაციას – შესაძლოა, ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ოლიმპიადა დატოვოს. ჯერჯერობით, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს საბოლოოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ამაზე თათბირი მიმდინარეობს.

 

წინა ოლიმპიადის ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ასეთი განცხადება გააკეთა: "მოვუწოდებ ჩვენს სპორტსმენებს, პროტესტის ნიშნად დატოვონ პეკინის ოლიმპიადა. ეს იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუს სპორტსმენებს არ აუკრძალავს ასპარეზობას. ამიტომ ვთხოვ ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა რუსეთის დელეგაციის ოლიმპიადიდან გაშვება მოითხოვონ პეკინში და თუ ეს არ შესრულდა, მაშინ თავად ჩვენებმა დატოვონ ოლიმპიადა".

 

და კიდევ, პეკინის ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას საგანგებო პრეს-კონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცეს... არც არის გასაკვირი, რადგან ოლიმპიადა ჩინეთშია, ჩინეთი კი რუსეთს მაინცდამაინც არ აწყენინებს.

 

წყარო: http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...