planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Marche-du-film_W-150x150.jpgეროვნული კინოცენტრი კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე _ Marché du Film მესამედ წარსდგება. 10 მაისს, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და სხვა წარმომადგენლები გაემგზავრებიან საფრანგეთში, კანის 63-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე “Marché du Film მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი კანში წარმოადგენს საქართველოს პავილიონს, პოტენციულ პარტნიორებს გააცნობს ინფორმაციას საქართველოს და ქართული კინოს არსებული მდგომარეიობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კანში ქართული პავილიონის გახსნა მიზნად ისახავს ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე. ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული პროდუქცია: 2009 წლის ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ქართული ფილმების DVD ვერსიები (რუსუდან პირველის „სუსა“, ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეები” და სხვები), ინფორმაცია საქართველოს შესახებ – ლოცატიონ გუიდე, ნაჩვენები იქნება რუსუდან პირველის ფილმი “სუსა”, ბაიერებისთვის წარსადგენად გამოტანილი იქნება ალეკო ცაბაძის ბოლო ფილმი “რენე მიდის ჰოლივუდში”, რომლის პრემიერა ჯერ არ ყოფილა. Marché du Film წარმოადგენს საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ცენტრს, სადაც თავს იყრიან წამყვანი პროდიუსერები, “ბაიერები”, გაყიდვების აგენტები, დისტრიბუტორები, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინო ორგანიზაციები. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts