planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/forumi-150x150.jpgკახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი საქართველოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩს დენის კიფს ესაუბრნენ. საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო გარემო და მის შესაცვლელად აუცილებელი მექანიზმები გახლდათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, “ეროვნული ფორუმი” 10-15 მაისის ფარგლებში კონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიები და მეგობარი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები მიიღებენ. ორგანიზატორები სტუმრებს საქართველოს დღევანდელ საარჩევნო გარემოს გააცნობენ. ჟურნალისტებისათვის დახურული შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემოს გარდა, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. - ”ფორუმის” მიერ ორგანიზებულ გაფართოებულ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმოამდგენელიც მიიღებს მონაწილეობას, რაც შეეხება გეოპოლიტიკურ საკითხებს, ამ მხრივ მომავალშიც გავაგრძელებთ შეხვედრებს არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ, სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთანაც”, – განაცხადა კახა შარტავამ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო გარემოს მდგომარეობასა და მის შეცვლასთან დაკავშირებით, “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ამერიკის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts