planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი ასათიანის და აბო თბილელის ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და აღნიშნული საკითხების გასარკვევად დღეს, 4 მაისს ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა. სოფიო ხორგუანმა რაიონის გამგებლის სახელზე დაწერილი წერილი კანცელარიაში დატოვა, მოგვიანებით კი დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად ახლადდანიშნულ გამგებელს ივა ჭყონიას შეხვდა. გამგებელი, ძველი თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაპირდა მათ, რომ საკითხს უახლოეს მომავალში შეისწავლიან და პასუხს ხალხსაც და მაჟორიტარობის კანდიდატსაც აცნობებენ. გამგებლის მოადგილე ბესიკ ჯიმშელაძემ ასათიანის და აბო თბილელის ქუჩების დაზიანებული სახლები სოფიო ხორგუანის შტაბის წევრებთან ერთად დაათვალიერა. კონკრეტულ შედეგს დაზარალებული მოსახლეობა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატიც ელოდება. გახშირებულმა წვიმებმა ძველი თბილისის მოსახლეობის მდგომარეობა გაართულა. შესაძლებელია მალე აღსადგენი და გასაცოცხლებელი აღარაფერი დარჩეს – ძველი თბილისი ჩვენს თვალწინ ინგრევა. ასათიანის ქ. #22-ში ორსართულიან, ე. წ. „იტალიურ ეზოში“ ათი ოჯახი ცხოვრობს. მესამე კატეგორიის ავარიული სახლი მთლიანად ამორტიზებულია, მწყობრიდან არის გამოსული კომუნიკაციები, სანტექნიკა. ეზოში ასფალტი აყრილია. ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის 17 ნომერში მდებარე 170 წლის ისტორიულ შენობაში. სახლს ფაქტიურად საძირკველი გამოცლილი აქვს. აღნიშნული სახლების მცხოვრებლები ძველი თბილისის გამგეობაში თითქმის ყოველდღე დადიან და დახმარებას ითხოვენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს აბო თბილელის ქ.#9-ში მდებარე სახლს. ე. წ. „იტალიურ ეზოში“, ხუთი ოჯახი სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ნინო ოზაშვილის სამზარეულო და სააბაზანო, სადაც იატაკი ჩავარდა. გადაიხარა მეზობლად მდებარე ბინაც, რომელიც ეზოში შესასვლელი თაღის თავზეა და სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ძველი თბილისის გამგეობაში 12 აპრილს შესულ წერილზე ქალბატონმა ნინომ ტრაფარეტული პასუხი მიიღო, რომ სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, ოდესღაც განხორციელდება. View the full article. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts