Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

5 მაისს, 09:45 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო გაზეთ ~რეზონანსის~ სააპელაციო საჩივარს განიხილავს.

 

 

5 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნება.

მის: თავისუფლების მოედანი #4

 

 

5 მაისს, 10:30 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში , ზურაბ პოლოლიკაშვილი და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს და კომპანია ADPI-ის (პარიზის აეროპორტების მშენებლობა) წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

 

5 მაისს, 11:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: “საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევები”.

მის: რუსთაველის გამზ. #3

 

 

5 მაისს, 11:00 საათზე, საიას საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, ტრაგედიიდან 4 წლის თავზე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.

 

 

5 მაისს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მის: უზნაძის ქ. #52

 

 

5 მაისს, 11.00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა `სოლიდარობა” პრესკონფერენციას გამართავს.

მის: დიდიმ მირცხულავას ქ. #6 (კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლთან)

 

 

5 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციას გამართავს.

 

 

5 მაისს, 12:00 საათზე, „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში დენის კიფს შეხვდებიან.

თემა: „ეროვნული ფორუმის“ მიერ ინიცირებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინიციატივები და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება”.

მის: თავისუფლების მოედანი #4, დიდი ბრიტანეთის საელჩო

 

 

5 მაისს, 12.00 საათზე, პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში, მსოფლიოს სამთო, ქიმიური მრეწველობისა და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ფედერაციის თავმჯდომარე მანფრედ ვარდა პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “სამთო, ქიმიური მრწეველობისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული ვითარება”.

მის: ვაჟა-ფშაველას 1/43

 

 

5 მაისს, 13:00 საათზე, რუსთავში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

 

5 მაისს, 13:00 საათზე, ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ოფისში, საარჩევნო საკითხებში “ეროვნული საბჭოს” კოორდინატორი ლადო ბოჟაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ლვოვის ქ. #56

 

 

5 მაისს, 13:00 საათზე, “ეროვნული საბჭო” ქუთაისში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

მის: თამარ მეფის #25

 

 

5 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო ~ვერე პალასში~ გაიმართება საზოგადოებრივი კონფერენცია, რომელშიც “თავისუფალი აზრის სახლი” წარმოადგნს ექსპერტთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს “საქართველო 2009”.

 

 

5 მაისს 13:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

 

 

5 მაისს, 14.00 საათზე მოძრაობა „არა!“ დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავს.

 

 

5 მაისს, 14.00 საათზე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების ოფისში, საინიციატივო ჯგუფის წევრები 6 მაისთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

მის: ალ. ჭავჭავაძის ქ. #11

 

 

5 მაისს, 14.00 საათზე, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ გაიმართება გაგრელი ბიზნესმენის სერგო აბაშიძის მოთხრობების კრებულის `რომ არ დამავიწყდე~ პრეზენტაცია, რომელშიც ავტორი გაგრის ისტორიებზე, ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთოებზე მოგვითხრობს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. #13

 

 

5 მაისს, 15.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდებიან.

მის: ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. #7(რუსთაველის თეატრი)

 

 

5 მაისს, 16:00 საათზე, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ.

მის: გუდიაშვილის ქ.#7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი

 

 

5 მაისს, 16:00 საათზე, ~ერისიონის~ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: რუსთაველის გამზ. #16

 

 

5 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახიN#224

 

 

5 მაისს, 17.00 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის კრებულის “საქართველო 2009: ომისშემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები”, პრეზენტაცია გაიმართება.

მის: შავთელის ქ. #13

 

 

5 მაისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში `ინფორმაციის მენეჯმენტის~ სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, #101 აუდიტორია

 

 

5 მაისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დებატების სტუმარი იქნება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.

თემა: “ჯანდაცვის პოლიტიკა”.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #32, უნივერსიტეტის A კორპუსის #101-ე აუდიტორია

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...