Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მართმადიდებელ მშობელთა კავშირი- „წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!”


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/qcia2-150x150.jpg4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოში ფაშიზმს და მხარს უჭერდნენ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

თუმცა, ყველაფერი ასე დაიწყო.

 

 

აქციის დაწყებიდან 20 წუთში უნივერსიტეტის წინ გამოჩნდნენ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათგან ითხოვდნენ პლაკატების ძირს დაშვებას და აქციის დაშლას.

 

 

„თქვენ ქვეყნის მოღალატეები ხართ!”

 

 

„ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევით!”

 

 

„წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!”

 

 

„თქვენ ქართველები არ ხართ!”

 

 

„ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში, ქართველი ერის გარყვნას არ გაპატიებთ!”

 

 

„თქვენ ჰყიდით საქართველოს, ადამიანობას, ღირსებას!”

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3

 

 

„თქვენ ხართ არაადამიანები, ცრუები, ნაძირლები, ღვთის მგმობელები და ქართველების მტრები. თქვენ გეზიზღებათ ქრისტე, ქართველი კაცი და ქალი. თქვენ გაანადგურეთ ეს ქვეყანა”, -მიმართა აქციის მონაწილეებს სახალხო მართლმადიდებული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა შოთა აფხაიძემ.

 

 

საგულისხმოა, რომ მომხვდურებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

 

 

აგრესიული ახალგაზრდები სიტყვიერი შეურაცხყოფით არ დაკმაყოფილდნენ და აქციის

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან-4

 

 

ზოგიერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგალითად, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს, ასევე აქციაზე მისული მოქალაქე ვასო გაბუნიას, რომელსაც „ფეისბუქზე” გამოქვეყნებული „არამართლმადიდებლური” პოსტებისთვის პასუხს თხოვდნენ.

 

 

„შენი მკვლელი გავხდები ვასო!”- ყვიროდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჟურნალისტებს ილიას უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტად გაეცნო. სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა. დაპირისპირების ადგილზე მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მიუხედავად ამისა, ვითარების განმუხტვა 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. პოლიციელებმა უნივერსიტეტის შესასვლელთან კორდონი მოაწყვეს და აქციაზე მოსულ აგრესიულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-8

 

 

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა, ზაზა ტურიაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამოქალაქო ჟურნალისტსა და ბლოგერს შოთა ხინჩაგაშვილს. ტურიაშვილმა მას ვარცხნილობა დაუწუნა და გარეგნობის მოწესრიგებისგენ მოუწოდა. მისმა თანამოაზრეებმა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალ „ლიბერალის” ჟურნალისტს ანიტა თვაურს. სხვებისთის მოქნეული მუშტი თავში მოხვდა გაზეთ „რეზონანსის” ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძეს. სიტყვიერად ამ სტატიის ავტორიც გალანძღეს, როცა აგრესიულ ორ ნასვამ ახალგაზრდას ფოტოს უღებდა.

 

 

- ბებიაშენს გადაუღე სურათები! – მომაძახა ერთ-ერთმა და ზედ დედის გინებაც მოაყოლა. იქვე მყოფმა პოლიციელებმა ნასვამი ახალგაზრდები სიტუაციას გაარიდეს.

 

 

პოლიციის თანამშრომლები ერიდებოდნენ სიტუაციის დაძაბვას. მათ, აშკარად გამოხატული

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-1

 

 

აგრესიის მიუხედავად, არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებს არც ის ახალგაზრდა დაუკავებიათ, რომელმაც მათ კოლეგას სახეში შეაფურთხა და გალანძღა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სამართალდამცველები დროდადრო საქმეში ერეოდნენ და მოჩხუბრებს აშველებდნენ.

 

 

პოლიციამ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ რამდენიმე სააათის შემდეგ მოახერხა. აქციის მონაწილეები და მათი მომხრეები ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან 19:00 საათისთვის დაიშალნენ.

 

 

აქციის ორგანიზება ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლემა სპონტანურად გადაწყვიტეს იმ

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-7

 

 

თავშეყრის საპირისპიროდ, რომელიც ამავე ადგილზე 3 მაისს ჩატარდა. სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გააპროტესტეს ილიას უნივერსიტეტში გამართული ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია. წიგნს ჰქვია „საიდუმლო სირობა”, რომლის ავტორია ახალგაზრდა მწერალი ერეკლე დეისაძე. წიგნი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოიცა.

 

 

რადიკალური ჯგუფებს წიგნი მკრეხელურ ნაწარმოებად მიაჩნიათ. მათი, მტკიცებით, ასეთი წიგნები რყვნის ახალგაზრდობას და მიმართულია მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ, რასაც ხელს უწყობს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. რადიკალური ჯგუფები უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას ითხოვენ. მათ რექტორს ულტიმატუმიც კი წაუყენეს, გუშინდელი აქციის დროს. რადიკალი მართლმადიდებლები, რომელთა შორის თავად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, უნივერსიტეტის შენობაში სამლოცველოს გახსნასაც ითხოვენ, რისი წინააღმდეგიც რექტორატია.

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან

 

 

სიტუაციის არევამდე media.ge-მ აქციის ორგანიზატორებისა და მოწინააღმდეგეებისგან კომენტარების აღება მოასწრო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

 

 

ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი: „აქ ვაპროტესტებ იმ ადამიანთა მოთხოვნას, რომელბმაც შეიძლება 21-ე საუკუნეში მოითხოვონ რომელიმე წიგნის აკრძალვა. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელ საქართველოში ამგვარი მოთხოვნების წამოყენება არ შეიძლება. ასევე მათ შევახსენებთ, რომ საქართველოში არის ბევრი ეკლესია, და თუ უნდათ, იქ ილოცონ. უნივერსიტეტი არ არის სამლოცველო ადგილი”.

 

 

გიორგი კეკელიძე, პოეტი: „აქ მოვედი არა იმდენად წიგნის დასაცავად, რომელიც დამწყებ

ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3

 

 

მწერალს ეკუთვნის და მაინცდამაინც სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, არამედ იმის გამო, რომ ნებისმიერი ტიპის აქცია, რომელიც გუშინ ჩატარდა, აფერხებს ზოგადად საზოგადოების განვითარებას.”

 

 

თამარ ტურაშვილი, სტუდენტი: „ეს წიგნი და აქცია მთელი ქართველი ერისათვის შეურაცხმყოფელია. ესენი აპროტესტებენ ვითომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ეს არ არის პროტესტი, ეს შეურაცხყოფაა. თვითონ ილიას უნივერსიტეტი ატარებს წმინდანის სახელს და რაც აქ ხდება, ეს არის საშინელება”.

 

 

თამაზ კუპრეიშვილი

 

 

მედია.გე

 

 

http://www.media.ge/ka/node/37201

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...