Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნიკა გილაურმა ახლადაშენებული მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოინახულა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri611-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ორთაჭალაში ახლად აშენებული მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოინახულა.

 

 

გილაურის თქმით, ახლა მთავარია, რომ მომავალი თვიდან რეგიონებში მშენებლობები დაწყოს, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჯანდაცვის ახალი რეფორმა.

 

 

„100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, შეფერხებებით მიმდინარეობდა. მოვახდინეთ მისი მოდელიზება და ახალი ვარიანტი საზოგადოებას შევთავაზეთ, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს დრო ტყუილად დაიკარგა. კონკრეტულად ეს საავადმყოფო არის „100 საავადმყოფოს” პროგრამის ნაწილი და ერთერთი ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში საქართველოში საავადმყოფო. თქვენ ნახეთ უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, რომელიც მომავალი წლის შუაში ამუშავდება. დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება იმისათვის, რომ ყველაფერი დასრულდეს. ამ ეტაპზე აქ 150 ადამიანი მუშაობს. როდესაც საავადმყოფო გაიშვება, ჯამში მედპერსონალი 700 ადამიანამდე იქნება”,- განაცხადა გილაურმა.

 

 

გილაურის განცხადებით, ინვესტიციის სახით 23 მლნ ევრო იდება და მომავალი წლიდან თბილისს ერთერთი ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების საავადმყოფო ექნება.

 

 

პროგრამის მიხედვით, თბილისი ჰოსპიტალურ კლასტერებად დაიყო. ერთ-ერთი კი ორთაჭალის კლასტერია. ამ კლასტერებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ახალი ტექნოლოგიური საავადმყოფოების მშენებლობას დაიწყებენ და გააგრძელებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...