planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti29-150x150.jpgპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი. ცვლილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შეიქმნას ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც მოზარდები ზოგად განათლებასთან ერთად ასაკის შესაბამის სამხედრო განათლებასაც მიიღებენ. სამხედრო სასწავლებლის დაფუძნების უფლება ეძლევა თავდაცვის სამინისტროს და სასწავლებელსაც ის დააფინანსებს. თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შევა სასწავლებლის დირექტორის დანიშვნის საკითხი და ასევე, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ამასთან, სამხედრო სასწავლებელში სწავლა ახალგაზრდებს არ დაავალდებულებს საკუთარი მომავალი მხოლოდ სამხედრო კარიერას დაუკავშირონ. კერძოდ, სასწავლებლის დამთვარების შემდეგ შეეძლებათ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ და სწავლა სხვა პროფილით გააგრძელონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts