planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia3-150x150.jpgზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის საქმიანობისთვის უფლებამოსილების ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგძლივდა. კომისიას ვადის გახანგძლივებისთვის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. კონსტანტინე გამსახურდიას კომისიამ საქმიანობისთვის ვადების გაზრდის თხოვნით გუშინ, პარლამენტის ბიუროს წერილობითი ფორმით მიმართა. კომისია ვადის გაზრდის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ კომისიას ჯერ არ მიუღია უშიშროების საბჭოს თანხმობა უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმების გასაცნობად, რომელიც მოიცავს პირველი პრეზიდენტის დაბრუნებას და გადაადგილებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ასევე, კომისიის მიერ დასაკითხია მაშინდელი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელი პირები. შეგახსენებთ, რომ კომისია პარლამენტში გასულ წელს შეიქმნა. პარლამენტმა კომისიას საქმიანობისთვის სამთვიანი ვადა დღეს მესამედ გაუხანგძლივა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts