planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 3 მაისს თავიანთ გასაჭირზე ფონიჭალელები ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს სოფიო ხორგუანს ესაუბრნენ. ზემო ფონიჭალის მოსახლეობა პრობლემების ნაკლებობას არ უჩივის. მოუწყობელი გზები, ტალახი, წყლის გუბეები, აქ ჩვეულებრივი ამბავია. რამდენიმე კორპუსი გარედან გასალესია და ხალხს სინკარებიდან წყალი სახლებში ჩადით. ფონიჭალა 3-ის 30-ე კორპუსი ინგრევა. 20 წლის წინ აშენებული შენობა გასალესია.ა სეთივე მდგომარეობაშია კიდევ ოთხი კორპუსი. ღოღობერიძის ქ. 31-ში, კერძო სახლებში, ძირითადად სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობენ. მათი მთავარი პრობლემა გზაა. ტალახით და წყლით სავსე ეზოებში ბავშვებს ვერ უშვებენ. აქვე, დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი იღვრება. ზემო ფონიჭალელების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, თუმცა სოციალურმა აგენტებმა მათ რატომღაც მაღალი ქულები დაუწერეს და დახმარება მოუხსნეს View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts