Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ირაკლი ალასანია NDI, IRI, IFES -ის წარმომადგენლებს შეხვდა


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია NDI, IRI, IFES -ის წარმომადგენლებს შეხვდა. „ალიანსის“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბარი ეხებოდა პრობაციონერებისა და მსჯავრდებულების ოჯახის წევრების საარჩევნო პროცესებში იძულებით მონაწილეობას.

„ჩვენ საერთაშორისო ორაგნიზაციების წარმომადგენლებს გადავეცით ჩვენ ხელთ არსებული მასალები, რომლებიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სოდ-ისა და ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის შედეგად პრობაციონერები, მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები იძულებით მონაწილეობენ არჩევნებში, იძულებით აკეთებდნენ არჩევანს „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

 

მისი თqმით, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების საქმის კურსში ჩაყენება ოპოზიციურ ძალებს საშუალებას მისცემს, მინიმალურ დონემდე შეამციროს ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა საარჩევნო პროცესებში.

 

 

 

„წინასაარჩევნო პროცესი არის უთანასწორო. ძალოვანი სტრუქტურები დღესაც მონაწილეობენ წინასაარჩვენო პროცესებში. ჩვენი შეხვედრები სერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობა არჩევნებში“ , – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...