Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართული აკადემია ნანა ლეჟავას გადაცემაში მოყვანილი ფაქტების გამოძიებას ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartuli_akademia_pk_3_463503205-150x150.jpgქართული აკადემია ნანა ლეჟავას გადაცემაში მოყვანილი ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას და კონკრეტულ დამნაშავეთა გამოვლენას ითხოვს.

 

 

საქმე ეხება ტელეკომპანია `კავკასიაზე~, `კვირის რეპორტაჟში~ გასულ სიუჯეტს სადაც, ქართული აკადემიის განმარტებით, დამაჯერებლადაა დასაბუთებული, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა პრობაციონერთა და პატიმართა ახლობლებისათვის თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევას. სადაც აშკარად იკვეთება შესაბამისი სახელისუფლებო უწყებების მიერ დაგეგმილი წინასწარგანზრახული და კოორდინირებული დანაშაულებრივი საქმიანობა.

 

 

“ეჭვს არ იწვევს, რომ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით კვლავ გამოიყენებს უკვე ნაცად და აპრობირებულ მეთოდს არჩევნების გასაყალბებლად, ხოლო ამ წინასწარ დაგეგმილი დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიგვაჩნია, პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს ნანა ლეჟავას გადაცემაში მოყვანილი ფაქტების გამოძიება. პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, იქნება იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება აღიარებს ადრე ჩადენილ დანაშაულს და მზადაა, ადგილობრივ არჩევნებში გაიმეოროს იგივე”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მათი განცხადებით, საქმის კურსშია დიპლომატიური კორპუსი, ხოლო ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოდრი გლოვერმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ფაქტების გადამოწმებაში.

 

 

“დაუშვებელია, საზოგადოება გულგრილად უყურებდეს მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ, დანაშაულებრივ ქმედებებს, მიმართულს იქითკენ, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არჩევნების მორიგი გაყალბება, შესაძლებელია, იქცეს იმ კატალიზატორად, რომელიც ქვეყანას ძალადობისა და ანარქიის უფსკრულში გადაჩეხავს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ამ განცხადებაზე ხელის მომწერი ორგანიზაციები ხვალ, 13:00 საათზე, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობასთან გამოძიების დაუყოვნებლივი დაწყების მოთხოვნით აქციას გამართავენ.

 

 

“ამასთანავე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება, შემოგვიერთდნენ და აქტიურად დაუჭირონ მხარი ჩვენს სამართლიან მოთხოვნას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...