planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/batumi5-150x150.jpgბათუმში, ევროპის მოედანზე 7-9 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “BATUMI EXPO – 2010” გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, გამოფენის მიზანი: რეგიონის კურორტების პოპულარიზაცია, ადგილობრივი ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია, ადგილობრივი მომხმარებლებისთვის უცხოური მიმართულებების შეთავაზება და შავიზღვისპირა ქვეყნების საკრუიზო მარშრუტების პოპულარიზაცია. გამოფენების ფარგლებში გაიმართება კონფერენციები და მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები. დაგეგმილია სპეციალური კულტურული პროგრამაც. გამოფენის მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts