planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze72-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ხათუნა კალმახელიძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები გააცნო. ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კალმახელიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ. იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts