Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- წინასაარჩევნო "სპეცოპერაცია" მესტიაში


Recommended Posts

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-AU4rrJKaI/AAAAAAAADoY/iij0PInBepA/s200/DSC00080.JPGწუხელ, ღამის 12 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის გამგებელი კახა კვიციანი, შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია თანმშრომლებთან ერთად და მესტიის გამგეობას სტუმრობდნენ. გამგეობაში ძალის გამოყენებით მოიყვანეს პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობს კანდიდატობაზე, ხოლო ვახტანგ ნაკანისგან ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს, კაბინეტში შესულმა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს.

ნაკანებს კანდიდატურის მოხსნას, სიის წარდგენის დღიდან სთხოვდნენ. ლერი ნაკანი ცნობილი მოკრივეა და მესტიის ამომრჩეველში ავტორიტეტით სარგებლობს.

_ "მუქარები მანამდეც იყო, მაგრამ წუხელ სახლში მომივარდნენ, წამიყვანეს გამგეობაში და განცხადება დამაწერინეს. ჩემს შვილს შარშან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პოლიციასთან და დამემუქრნენ, ხელს თუ არ მოაწერ შენს შვილს დავიჭერთო. შემეშინდა და ხელი მოვაწერე. ეს ხელმოწერა ძალით განხორციელდა და მის ბათილად ცნობას მოვითხოვ," _ განაცხადა ლერი ნაკანმა. პარტია "თავისუფლების" სიის მეორე ნომერი, ვახტანგ ნაკანი ამ დროს საფინანსო პოლიციის უფროსს, გიორგი შედანიას ჰყავდა კაბინეტში შეყვანილი და ბიზნესის ჩაძირვით ემუქრებოდა, მაგრამ ამ დროს კაბინეტში ადგილობრივმა ოპოზიციამ შეძლო შეღწევა და მისი კაბინეტიდან გამოყვანა მოახერხა.

როგორც "ალიანსი საქართველოსთვის" მესტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ნელი ნავერიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, მესტიაში პოლიტიკური ტერორი კანდიდატების წარდგენის დღიდან დაიწყო: _ "წუხელ, სახლში იარაღით მიუვარდა, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, ანზორ მარგიანი პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარს, ლაშა პირველს და მუქარით განცხადებაზე ხელს აწერინებდნენ, ატყუებდნენ – თქვენი პირველი ნომერი გადადგა და შენც ხელი უნდა მოაწერო, თუ არ მოაწერ, აქ ვერ იცხოვრებ, სულს ამოგაძრობთო. ერთმანეთში, რომ არ დაგვერეკა, მესტიაში რამდენიმე დღეა შუქი გამორთულია, ტელეფონები დამჯდარი გვაქვს. წუხანდელი ღამე მეორედ მოსვლა გვეგონა: პიკაპებით და ჯიპებით ამოგვივარდნენ, უკან იარაღასხმული პოლიციელები მოყვებოდნენ, დახლოებით 40-მდე ავტომანქანა. არ ვიცით, რა მდგომარეობაა სოფლებში წარდგენილ კანდიდატებთან, ვიცით, რომ მათთანაც იყვნენ გასული, მაგრამ ტელეფონები დამჯდარია და ვერ ვურეკავთ.Gგოროზიამ და მარგიანმა აქ წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარა."

წუხანდელი მოვლენების ვიდეოფირზე დაფიქსირება სცადა მე-10 კლასელმა მარი ნაკანმა, რომელიც პოლიციამ შეამჩნია და ძალის გამოყენებით მას ვიდეოკამერა წაართვა. კამერის წართმევის დროს, მარი ნაკანს, მეგობარი არასრულწლოვანი ჯემალ ჯაფარიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ჯაფარიძე პოლიციელებმა დააკავეს და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს: _ "ბიჭი დაიჭირეს და მანქანაში ჩატენეს. წუხელ მთელი ღამე არ გამოჩენილა, ამ დილით მშობლებისთვის ფარული ნომრიდან დაურეკავს, კარგად ვარო. ახლა მშობლები დაწყნარდნენ. ვფიქრობ, უკვე გამოშვებული იქნება. ჯემალის მშობლები კონტაქტზე არ გამოდიან, ალბათ, დააშინეს," _ ამბობს “ალიანსის” მესტიის ლიდერი, ნელი ნავერიანი.

წუხანდელი "სპეცოპერაციის" დროს, ლერი ნაკანის გარდა, პარტია “თავისუფლების” კანდიდატებს: მირზა დადვანსა და ივანე გულბანს, სოფელ ცხუმარის ოპოზიციონერ კანდიდატებს: ნუგზარ არღვლიანსა და ვლადიმერ სარღვლიანს მოაწერინეს განცხადებებზე ხელი კანდიდატურის მოხსნაზე.

მესტიაში დღეს დილიდან არ გამოჩენილა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნათია გიგანი, რომელსაც ადგილობრივთა განცხადებით, გუშინ მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ ტელეფონით დაურეკა და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრა: _ “თუ მე გამგებელად არჩეული კვლავ არ ვიქნები და გონს თუ არ მოეგები, მესტიას ისე არ დავტოვებ, რომ არ გაგამწაროო”.

მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრის, ლეიბორისტ ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, ნათია გიგანს გამგებელი დღესაც ემუქრება და წუხელ ხელმოწერილი განცხადებების გატარებას თხოვს: _“გიგანი ამ დრომდე საოლქოში არ გამოჩენილა. ამაღამ რა გველის არ ვიცით. შუქს ისევ არ გვაძლევენ, გვეშინია წუხანდელი ღამე არ განმეორდეს. სრულიად დაუცველები ვართ."

ამ დროისათვის ისევ მესტიაში იმყოფება გუბერნატორი გოროზია, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მას წუხელ მესტიაში ყოფნის ფაქტი არ უარყვია, მაგრამ მომხდარი უარყო: _ "მესტიაში ხშირად ჩამოვდივარ და ეს გასაკვირი არ არის, ახლაც განაშენიანების პროექტისთვის ვარ ჩამოსული, წუხელ ამ პროექტის დეტალებს ვადგენდით. ოპოზიცია რაღაცას გაიძახის, მაგრამ ეს სიმართლეს მოკლებულია," _ განაცხადა მან სატელეფონო საუბრისას.[პაატა ლაგვილავა, "სამეგრელოს ქრონიკა"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

 

 

 

 

 

გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2907431438646605030-2064101937881795581?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...