analgin Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 (edited) დაახლოებით ორი კვირის წინ რესტორანში მოვილხინე უახლოეს ძმაკაცებთან ერთად. ასე 30-35 ლარი დამრჩა ჯიბეში და რომ წამოვედით ცოტა ვიძუნწე., ფულის დაზოგვის მიზნით ტაქსის მაგივრად მეტროთი გადავწყვიტე წამოსვლა, მითუმეტეს რომ ჩემი სახლი მეტროსთან ძალიან ახლოსაა. რომ შევედი მეტროში 5 პატრულის თანამშრომელი დამხვდა და შემაჩერეს:-გამარჯობათ.-გამარჯობათ.-ერთი წუთი თუ შეიძლება.-კი, ბატონო. გისმენთ.-საბუთები ხო არა გაქ?-კი. მაქვს. ამოვიღე და ვაჩვენე.დაათვალიერეს და დამიბრუნეს.-კარგი. მაღალი ბიჭი გვჭირდება რა ძმაო. შეგიძლია დაგვეხმარო? სულ რამდენიმე წუთის საქმეა.-კარგით. ოღონდ მალე რა. მეჩქარება.-ხო, ხო. ცოტა ხნის საქმეა ძალიან. წამო.სამმა პატრულის თანამშრომელმა გარეთ გამიყვანა. მიმიყვანეს თავიანთ მანქანასთან და კარი გააღეს:-ჩაჯექი.-კი, მარა აქ რა მინდა?-მივალთ რა. დაგვეხმარები და გაგიშვებთ ეგრევე. არ შეგეშინდეს. არაფერი არაა საერთოდ.-რისი უნდა შემეშინდეს კაცო?! მე არაფერი დამიშავებია. ვინც დააშავა იმას ეშინოდეს. თქვენ თუ რამეს დამაბრალებთ, თორე ისე რატო უნდა შემეშინდეს.-ხო,ხო. დაჯექი. მართლა არაფერია (ეღიმებათ). უცებ მოვრჩებით.-და მაინც რაში უნდა დაგეხმაროთ?-წამოგვყევი და გაიგებ.-აუ თუ ძმა ხარ ეხლა ფარული კამერა და რაღაცა ეგეთი თუა მითხარი. მაინც არ გაგაშვებინებთ მაგას ეთერში. თან მეჩქარება მაგრად.-არა ძმაო, არა. ბუდარია და რაღაცა არაა. ბავშვებს ვფიცავარ.-აბა რა არი? ეგეთი არაფერი მინახია. დაგვეხმარეო მეუბნები და თან არ მეუბნები რაში უნდა დაგეხმარო.-არაფერია ისეთი რა. მივალთ და ნახავ. ნუ გეშინია...-ვაჰ, კაცო არ მეშინია. რა მეშინია? რა შემატყვეთ? წესით კი არ გაქვთ უფლება რო არ მეუბნებით და ისე მიგყავართ, მარა წამო ჰა. მაგრად მაინტერესებს რაში გჭირდებით.ვჯდები (დებილი არა ვარ?)გზაში სიგარეტს ვეწევი და ვლაზღანდარობ. ვცდილობ როგორმე ვათქმევინო რაში უნდა დავეხმარო.-ე.ი. რაში უნდა დაგეხმაროთ არ ამბობთ ხო მაინც?-მივალთ მალე რა. არაფერია ისეთი.-კაცო "ისეთი" რა უნდა იყოს? "ისეთი" რო იყოს მეც "ისეთი" უნდა ვიყო.-ხო. ვხედავთ რო არა ხარ ეგეთი...-და მაღალი რა შუაშია...რას მაინტრიგებთ მითხარით (ეცინებათ).-კალათბურთის სათამაშოდ თუ მიგყავართ ამ შუაღამისას არ გამოგადგებით. არ ვიცი თამაში და ვაშლის საკრეფად კიდე ვაშლის სეზონი არაა ჯერ როგორც ვიცი (ისევ ეცინებათ).-არა, არა.-აბა რა ხდება მაგის დედა ვატირე, ნუ გადამრიეთ. პოპულის პონტში რამე აქცია გაქვთ და ყოველ მეათასე დაკავებულს საჩუქარს გადასცემთ თუ რა არი? (იხევიან).კაი ხანი მივდიოდით.-ამდენი ხანი სად მივდივართ? მე რითი უნდა წავიდე მერე?-ჩვენ თვითონ მიგიყვანთ სახლში ჩვენი მანქანით.ამ ღადავ-ღადავში თავი ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში ამოვყავი.-გადმოდი.გადმოვედი.-ე, აქ რა მინდა?-არაფერია რა ხო გითხარით კაცო. ნარკოლოგიურზე შეგამოწმებენ და გაგიშვებენ.უცებ შემეცვალა ხასიათი და გავბრაზდი ძალიან.-მერე მაგის დედა ვატირე ვერ მითხარი? ხო იცი რო არა გაქვთ მაგის უფლება?-რავი ძმაო... (თვალს მარიდებს).- რა რავი ძმაო, შუაღამისას მაჩერებ. არ მეუბნები რაზე, მოგყავარ შსს-ს შენობაში და თან რაღაც ზღაპრებს მიყვები - მაღლები გვჭირდებაო...ან ნარკოლოგიურზე აქ როდის აქეთ ამოწმებთ?-შეხვალ და გაიგებ. არაფერი არაა რა.-რა უნდა იყოს კაცო. სიმთვრალეზე თუ მამოწმებ გეკითხა და იქვე გეტყოდი რო მთვრალი ვარ. აქ რას წამომიყვანე?-არა. სიმთვრალე არაა პრობლემა.-აბა, ნაროკმანის რა შემატყვე ვერ გავიგე?-არაფერი.-აბა ეს რა სპეცოპერაცია მოაწეთ აქ? ან როდის იყოს საგზაო პატრული მეტროში შედიოდა, იქ ვინმეს აჩერებდა, რომელზაც არაფერი უეჭვია და ნარკოლოგიურზე მიყავდა, თანაც რატომღაც შსს-ს შენობაში?-შევალთ და გეტყვიან რა.შევედით. პირადობის მოწმობა დამატოვებინეს შესასვლელში დაცვასთან. ვიღაც გამომძიებელი მოვიდა.-აი ეს აგიხსნის ეხლა ყველაფერს. პატრულის თანამშრომლები შენობიდან გავიდნენ.-რა ხდება? ვეკითხები.-ამოცნობის პროცედურაა.დამნაშავე უნდა ამოიცნონ. ხუთი კაცი იდგება და ერთი შენ იქნები პროსტა რა. ვიცით რო შენ არ ხარ. სულ ხუთი წუთი დადგები, შემოვა ის, მერე გავა და ვსიო.ტვინში სისხლმა ამასხა.-რააა??? ვარიანტი არაა! თქვენ მე მეკაიფებით მაგის დედა მო...? ქვეყანაა თუ ნინიას ბაღი? შუაღამისას მაჩერებ, არ მუბნები რა გინდა. მანქანაში მსვამ. იქ ერთს მეუბნები, გადმოვდივარ მეორეს, შემოვდივარ მესამეს. თქვენი "კუკლა" კი არა ვარ აქ? რას ქვია დავდგე??? მე აღარაფერს მეკითხებით? მინდა, არ მინდა...-ხო, რა იყო ხუთი წუთი დადექი.-რა ხუთი წუთი ბიჭო? რო მაჩერებ არ უნდა მითხრათ რო მაგისთვის მოგყავართ? რას მაწვალებ აქ და დროს მაკარგინებ. ვინ მოგცათ თქვენ მაგის უფლება? რატო არ მითხარით და მთხოვეთ იქვე?..მიბრუნდა. აღარ მისმენს. ცოტა მოშორებით დგება და მობილურზე რეკავს.-ერთი წუთით მოითმინეთ. უფროსი ცამოვა ეხლა და გავარკვევთ ყველაფერს.-ჩამოვიდეს ხო. უფროსმა სხვა კანონები იცის და მე სხვა?ამასობაში ჩამოვიდა ვიღაც (უფროსი) და კიდევ სამი ვერზილა.-რა ხდება აქ? კითხულობს.-რა რა ხდება? რომელი კანონი გაძლევს უფლებას რომ ყოველგვარი ახნა-განმარტების და ოპერატიული ინფორმაციის გარეშე, დაჟე ეჭვის საფუძველის გარეშეც კი ადამიანი დააკავო, აქ მოიყვანო და ამოცნობის პროცედურაზე ჩუჩელასავით დააყენო მისი თანხმობის გარეშე? ჰა?-გვაქვს უფლება. პოლიციას ყველაფრის უფლება აქვს საჭიროების მიხედვით.-თქვენ მე ბიჭო დებილი ხო არ გგონივართ აქ? ზოგიერთისგან განსხვავებით კანონი ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემი უფლებები და შენი მოვალეობები. იქ არ დავდგები მეთქი ვარიანტი არაა.მიტრიალდნენ ყველანი კუთხეში. ერთი ორი წუთი ითათბირეს. მერე მოდის ეს უფროსი და მეუბნება.-კარგით მიბრძანდით. დაცვასთან მიდის ჩემს საბუთს ართმევს და მიბრუნებს.გამოვდივარ გარეთ და სადღაა შენი პატრული ბიძია სახლში მიყვანას რომ დამპირდა? ტელეფონზე საათს დავხედე და 12:41 ანთია. სულ გავფსიხდი. შევტრიალდი უკან და აღარც ის გამომძიებლები აღარ არიან. მარტო დაცვა. დაცვას ვეუბნები:-ვინ იყვნენ ისინი? მითხარი რომელ კაბინეტში სხედან. ეგენი ხო არ უბერავენ?-არ ვიცი ძმაო. ჩვენ დაცვაში ვართ. ყველას არ ვიცნობ. კაბინეტები აბა რა ვიცი...ენა დაება.-უფროსი ვინ არი აქ მაშინ მითხარი. ვის დავურეკო?-არ ვიცი ძმაო.-რა არ იცი კაცო? შსს-ს დაცვაში მუშაობ თუ სკოლის დარაჯი ხარ? რომ მომიყვანეს აქ და ქუჩის ძაღლივით დამაგდეს ღამის პირველ საათზე ორთაჭალაში...აქ რა მინდა ტო?წავიდა რაღაც ცნობარი ამოიღო და მეუბნება:-აი ამ გამომძიებელს ვიცნობ მარტო.ზაზა ქვია. ეს მაგის ნომერია. ვრეკავ.-ალო.-გამარჯობათ. ბატონი ზაზა ბრძანდებით?-არა. ბატონი ზაზა გასულია. ვინ კითხულობს?-მოქალაქე ვარ...და არ მუშაობს ბატონი ზაზა დღეს? სასწრაფო საქმე მაქვს. იქნებ მობილურის ნომერი მაინც მომცეთ.-ეხლა დაკითხვაზეა.-რა ხდება? მე გადავცემ. -შემოსასვლელში ვდგავარ. თქვენმა თანამშრომლებმა მომიყვანეს და...-ა, თქვენ ის ხართ წეღან რო გელაპარაკეთ ქვემოთ?-რა ვიცი. ვიღაცეებს ველაპარაკე, მარა თქვენ ხართ თუ სხვა არ ვიცი.-ამოცნობაზე...-დიახ.დიახ. მაშინ მე ვარ.უცებ ტიპი მოულოდნელად ხმას უწევს და ბუინს იწყებს:-მერე რა გინდა ბიჭო? რას მირეკავ აქ?-რა გაყვირებს? გეგონება კიდე მე დავარღვიე კანონი. რას გირეკავ და რო მომიყვანე აქ უკანონოდ...-ხოდა ხო გაგიშვი მერე? წადი რა!-გამიშვი რა, რამე დავაშავე, დაპატიმრებული გყავდი და გამანთავისუფლე?-რაც არი ხო გაგიშვი ბიჭო? გააჩერე ეხლა ტაქსი და წადი, ვახ!-ხმას დაუწიე და ნუ მიყვირიხარ. ვისაც შენი ყვირილის ეშინოდეს იმის დედაც მო... და ვინც შენზე ნაკლები ყვირილი იცოდეს კიდე იმისიც. თუ ყვირილი გინდა ჩამოდი, არადა როგორც მომიყვანე აქ, ისე წამოყვანე, თორე ჩემი ხოდით თუ წავედი ნახევარ საათში მოვბრუნდები და მერე როგორ იყვირებ ვნახავთ.-ხო, კარგი, კარგი, გამოვიძახებ...ვაახ, ეს ვინაა ჩემი დედა მო...?! ტუ-ტუ-ტუ-ტუ-ტუ...ხუთ წუთში ეკიპაჟი მოვიდა და მიმიყვანეს სახლში. ერთი სიტყვა არ მომიტყუებია. არც გამილამაზებია. ფრაზებიც კი ციტირებული მაქვს. Edited May 4, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 (edited) ანალგინი vs შსს, რომელი იყო მართალი?შენ ხარ მართალი. მეორე დღეს უნდა მისულიყავი იგივე შენობაში და გენერალურ ინსპექციას უნდა დაკავშირებოდი. საქმე აღიძვრებოდა და დამნაშავეები დაისჯებოდნენ. -ხმას დაუწიე და ნუ მიყვირიხარ. ვისაც შენი ყვირილის ეშინოდეს იმის დედაც მო... და ვინც შენზე ნაკლები ყვირილი იცოდეს კიდე იმისიც. თუ ყვირილი გინდა ჩამოდი, არადა როგორც მომიყვანე აქ, ისე წამოყვანე, თორე ჩემი ხოდით თუ წავედი ნახევარ საათში მოვბრუნდები და მერე როგორ იყვირებ ვნახავთ.-ხო, კარგი, კარგი, გამოვიძახებ...ვაახ, ეს ვინაა ჩემი დედა მო...?! ტუ-ტუ-ტუ-ტუ-ტუ...ხუთ წუთში ეკიპაჟი მოვიდა და მიმიყვანეს სახლში.ხო ისე კი გეცოდინება მაგრამ მაინც შეგახსენებ ყოველ შემთხვევისთვის. ასე 7 წლის წინ რომ მომხდარიყო იგივე საუბარი, ის ეკიპაჟი სახლში კი არ წაგიყვანდა, ან იზოლატორში გაგბერავდნენ ცემით ან სადმე მიყრუებულ ადგილას. Edited May 4, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 analgin შენ ბიძია ორი თავი გქონია :018: მაგას გეტყვი მარტო.დანარჩენი რა გინდა რომ გაიგო? პოლიცაში რომ დოღია ? ეგ ხომ ისედაც ყველამ ვიცით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 ასე 30-35 ლარი დამრჩა ჯიბეში და რომ წამოვედით ცოტა ვიძუნწე., ფულის დაზოგვის მიზნით ტაქსის მაგივრად მეტროთი გადავწყვიტე წამოსვლახოდა რაც მოგივა დავითაო :018: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს. რა მოიგე ახლა იმით, რომ განერვიულეს, ალბათ გამოხვედი კიდეც იმ ნასვამობიდან წყნარად ტაქსით წასულიყავი რა. ეგრე იცის კრიჟანკობამ არა, ისე კი ნაგლები რო არიან, ახალი ამბავია ეგ შენთვის? კიდე კარგად გადარჩენილხარ. მე დედას ვაგინებდი და გამიგდებდნენ კიდეც წიხლქვეშ (არა ერთი და ორი მომხდარა :018: ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 Saturn კარგი რა სტურნ რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რააა! რა გენინსპექცია კაცო? გგონია მარტო მანდ ვინც მუშაობთ იმათ იცით გენინსპექცია რას აკეთებს?მეტი დარდი არა აქ ეხლა ვასიკო სანოძეს შსს-ს თანამშრომელი დასაჯოს იმიტომ, რომ ირაკლი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავეს და დრო დააკარგვინეს, პახოდუ უხეშად ელაპარაკნენ.გენინსპექციის რეალური ფუნქცია შსს-ში თანამშრომლების ვანოსადმი უსაზღვრო ერთგულების შემოწმება და მათი ოპოზიციური მიდრეკილებების ჩახშობაა. მაქსიმუმ ფულის ისე გაკეთება თუ ვანოს დავალებით არ ხდება. მოქალაქეთა უფლებები, მითუმეტეს ჩემნაირების ძლიან მოშჩნად კიდიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 რა გენინსპექცია კაცო? გგონია მარტო მანდ ვინც მუშაობთ იმათ იცით გენინსპექცია რას აკეთებს?მეტი დარდი არა აქ ეხლა ვასიკო სანოძეს შსს-ს თანამშრომელი დასაჯოს იმიტომ, რომ ირაკლი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავეს და დრო დააკარგვინეს, პახოდუ უხეშად ელაპარაკნენ.შენ რომ შენი წარმოდგენები გაქვს გასაგებია, მაგრამ რეალობისგან შორსაა. მაგრამ ამას დავანებოთ თავი. ჩემი პოსტის მეორე ნაწილში არ მეთანხმები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 მეტი დარდი არა აქ ეხლა ვასიკო სანოძესსატურნ ეს სახელი და გვარი ხომ არ გეცნობა? გირგვლიანთან დაკავშირებით, რა ვიცი აბა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 პოლიციელი რომ გეუბნები ჩაჯექი მანქანაში უნდა წაგიყვანოო, რა უნდა უთხრა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 Siknadmo უნდა წაყვე,თორემ მერე შემოგტენიან წინააღმდეგობის გაწევას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 Saturn იმაში გეთანხმები, რომ როგორც ეგეთი უკანონო დაკავებები, ცემა და ა.შ. მაშინ გაცილებით ბევრი იყო, მაგრამ სამაგიეროდ გამოვლენის შემთხვევაში ის უკანონობებიც გაცილებით დასჯადი იყო (კანონის ფარგლებში). სასამართლო და გენინსპექცია ამჟამინდელზე უფრო დამოუკიდებელი ინსტანციები იყო.საერთოდ თუ პოლიტიკური შეკვეთა ან მაღალჩინოსნების დაკვეთა არ არის როგორც წესი ერიდებიან უდანაშაულო მოქალაქეების ფიზიკურ ანგარიშსწორებას, მარა ზემოხსენებულ შემთხვევებში კარტბლანში აქვთ მიცემული და დღემდე არავინ დასჯილა. არც ერთი კაცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 Siknadmo უნდა წაყვე,თორემ მერე შემოგტენიან წინააღმდეგობის გაწევას...ანუ არ მაქვს უფლება უარი რომ ვუთხრა ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 ანუ არ მაქვს უფლება უარი რომ ვუთხრა ხო?არა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 ანუ არ მაქვს უფლება უარი რომ ვუთხრა ხო?ეს კანონში წერა?მოქალაქეს არ აქ უფლება უარი უთხრას პოლიციელს ქვეგანყოფილებაში გადაყვანეზე?იმ შემთხვევაშიც, თუ აი ესე უბრალოდ გააცერეს და არავითარი მიზეზი არ მიეცი?გადავირევი ეხლა - ბაშვი გარედ ვერ უნდა გამოვიდეს პოლიციის შიშით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 Siknadmo თუ არ განგიმარტა რისთვის უნდა ჩაჯდე არ უნდა ჩაჯდე. ძალით თუ მოგინდომა ჩასმა და არ დაემორჩილე ორივე დამნაშავე გამოდიხართ, მარა იმას არ დასჯიან, საყვედურსაც არ ეტყვიან და შენ 173-ე (ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლს მოგარჭობენ და დიდი შანსია 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) დაუმატონ კიდე ზემოდან. ეს ორი მუხლი არის შსს-ს საყვარელი მუხლები. ნებისმიერ ადამიანს დააპატიმრებენ ამ მუხლებით. აი ესე, ბეზ პრიჩინა მოვლენ. მოგკიდბენ ქეჩოში ხელს და ჩაჯექიო გეტყვიან, პატარა წინააღმდეგობა და ზემოთხსენებული მუხლები ზედა გაქვს. 30 დღემდე კაპეზეს მოგართმევენ.ამის თავიდან ასარიდბლად თითქოს ჯობია ნებით ჩაუჯდე და ის გამოიყვანო დამნაშავე. უკანონოდ ან კანონის დარღვევით დაკავების გამო, შენ კი მართალი და კანონმორჩილი მოქალაქე გამოხვიდე, მარა აზრი არა აქ...ყველანაირად მაქ ნაცადი ურთიერთობა და თუ დაჭერა უნდათ როგორც გინდა მოიქეცი მაინც იგივეს წერენ პატაკში და მაინც 166-ე, 173-ე მუხლები გაქ "გამოწერილი".ტაკ ჩტო ჯობია შეურაცხყოფა მაინც არ შეარჩინო და ადეკვატურად მოექცე. რასაც გული გეტყვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 თუ აი ესე უბრალოდ გააცერეს და არავითარი მიზეზი არ მიეცი?გააჩერეს კი არა ლონდონში პოლიციელმა მოქალაქე მოკლა რადგან საეჭვოდ მიიჩნია, ტერორისტში აერია. ჭურში ზიხართ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.