planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vano1-150x150.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრი ინფორმაციას საგაზეთო წერილში ავრცელებს. ”ახალი დღის შერჩევა გადავწყვიტეთ რადგან, პოლიციის ორივე პროფესიული თარიღი, 10 ნოემბერი – პოლიციის დღე და 30 ნოემბერი – უშიშროების თანამშრომლის დღე. ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას ჩექმას აღნიშნავდა. მათგან განსხვავებით 6 მაისი სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთიც გიორგობაა და, ამასთან ერთად, ეს არის დღე, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისგან. ამიტომ გადავწყვიტეთ სწორედ, 6 მაისი ავირჩიოთ”, – წერს მერაბიშვილი. მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოში რეფორმების შეწყვეტა არ უნდა დავუშვათ. ”ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ პოლიციელებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილში სიმპათია დაიმსახურეს. იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი მომავალშიც შეინარჩუნონ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია ყოველთვის დარჩეს პოლიტიკისგან შორის”, – აღნიშნავს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts