planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi71-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ ვანის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატატობის კანდიდატად დღეს 95 წლის უხუცესი მიხეილ ხარძეიშვილი წარადგინეს. როგორც პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ ერთ-ერთი პრიორიტეტი ვეტერანზებზე ზრუნვაა, სწორედ ამიტომ წარადგინეს ვანის რაიონში კანდიდატად ხარძეიშვილი. ხარძეიშვილის განცხადებით, მას ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან ყველაზე ღირსეულად მიაჩნია. ,,ვიბრძვი ღირესულების გადასარჩენად, რომ ქვეყანა უღიორსოებს არ დარჩეთ’’, – დასძინა ხარძეიშვილმა. ამასთან, ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ ხარძეიშვილს მოძრაობის მიერ ვეტერანებისთვის დამზადებული მედალიც გადასცეს. რაც შეეხება ხარძეიშვილის ბიოგრაფიას, იგი დაიბადა 1915 წლის 12 მაისს, 1937 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთიასის პედაგოგიური ინსტიტუტი, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წელს სამ პედაგოგთან და მოზრდილთა სკოლის 9 მოსწავლესთან ერთად მოხალისედ წავიდა ფინეთის ომში, 1941 წლიდან იბრძოდა მე-6 არმიის 323 პოლკში, სადაც სამჯერ დაიჭრა და არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამასთან, ხარძეიშვილი 70 წლის განმავლობაში მუშაობდა ქიმიის მასწავლებლად, წლების განმავლობაში მუშაობდა ვანის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტად, ინსპექტორად, რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ რედაქტორად. ასევე, 1969-71 წლებში იყო სახალხო მოსომართლე, ხოლო დღეს არის ვანის რაიონის ომის, შრომის, შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, არის ღირსებისა და გორგასლის ორდენების კავალერი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი. ხარძეიშვილს ჰყავს 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts