planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia6-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტს გუშინ, სვანეთში პოლიტიკური ნიშნით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, წუხელ, სვანეთში სპეცნაზი ,,აიჭრა” და იმ ადმაინების ,,უკანონო დაკავებები” განახორციელეს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატებად არიან წარდგენილები. ბაღათრიას, ინფორმაციით, სპეცრაზმა გუშინ, ნიგულიანი ნუგზარი დააკავა და მას აიძილებდნენ უარი ეთქვა კანიდატურის დაყენებაზე. ბაღათურიას შეფასებით, პარლამენტმა და ინეტრაფრქციული ჯგუფმა რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე. ,,ხელისუფლება მერადმენედ ცდილობს ასეთ უპატიცემულო შეტევებს სვანეთზე”, – დასძინა დეპუტატმა. ბაღათურიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და ინტერფაქციულ ჯგუფს დეტალებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ,,სამწუხაროა თუ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სიაში ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნებით ცდილობენ კრიმინალური ავტორიტეტის დაბრუნებას. სიაში ყოფნა არ ნიშნავს კრიმნალურ იმუნიტეტს’’, – განაცხადა ბაქარძემ. ბაქარძის მტკიცებით, სამართალდამცველების მხრიდან თუ იყო რაიმე არასწორი სახის ჩარევა, ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს და თუ ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო, საზოგადოებამ ამის შესახებაც უნდა იცოდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts