planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sajaro-reestri-150x150.jpgსაჯარო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ნორვეგიელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად ხორციელდება რეფორმა, რაც თავის მხრივ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. დარეგულირებაც საჭიროებს ქვეყნის საჯარო სექტორის რეფორმის კონტექსტში განხილვას, სამთავრობო დონეზე კოორდინაციასა და შეთანხმებას.ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დაგეგმილია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ანალიზი სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით. რეფორმა მიზნად ისახავს სამოქალაქო პერსონალის მოზიდვის, შეფასების, შერჩევის, პროფესიული განვითარების, დაწინაურების, დათხოვნის და მთლიანობაში კარიერის მართვის პოლიტიკის განსაზღვრის და მისი განხორციელების ეფექტური მექანიზმების განვითარებას და დანერგვას.აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში იკვეთება სხვადასხვა ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ხასიათის საკითხები, რომელთა აღნიშნულ თემაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი სამუშაო შეხვედრას ხვალ, 16.00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts