Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „მოსახლეობის პრობლემებს არც არჩევნებამდე და არც შემდეგ უყურადღებოდ არ დავტოვებ"


Recommended Posts

ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი კრწანისში სოფიო ხორგუანი ასათიანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ასათიანის ქ. # 22-ში სახლი ინგრევა. ორსართულიან, ე. წ. „იტალიურ ეზოში“ ათი ოჯახი ცხოვრობს. მესამე კატეგორიის ავარიული სახლი მთლიანად ამორტიზებულია, მწყობრიდან არის გამოსული კომუნიკაციები, სანტექნიკა. ეზოში ასფალტი აყრილია, იქაურობა ატალახებულია. სახლში და გარეთ ერთნაირად წვიმს. მერიას და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

 

 

ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის ქ. #17-ში მდებარე 170 წლის ისტორიულ შენობაში. სახლს საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვს. ყოველწუთს მოსალოდნელია სრული ნგრევა.

 

 

ძველი თბილისის გამგეობაში თითქმის ყოველდღე დადიან და ამ პრობლემების გარდა, ჩამოყრილი კედლის ნარჩენების გატანასაც ითხოვენ, თუმცა პასუხს არავინ სცემთ.

 

 

სოფიო ხორგუანი ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ მათ საკითხს არც არჩევნებამდე და არც შემდეგ უყურადღებოდ არ დატოვებს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...