planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოდრი გლოვერს შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მან გადასცა მასალები, რომელიც ამტკიცებს როგორ იყენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები არჩევნების გაყალბებისთვის პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს.„ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას კონკრეტული მაგალითები მივაწოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაერივნენ ძალოვანი სტრუქტურები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ პირობა, რომ ეუთოსა მისია ჩაერთვება ამ ფაქტების გადამოწმების პროცესში. მთავარ პროკურატურას დღეს ვთხოვეთ გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, „ალიანსი“ საქმის კურსში ჩააყენებს დიპლომატიურ კორპუსსაც. „ადამიანების ბედით მანიპულირება არ უნდა დავუშვათ. ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts