Jump to content
Planeta.Ge

ვის აძლევთ ხმას ადგილობრივ არჩევნებში


Recommended Posts

ეს რესურსი გამოსახება რაოდენობაში, და არა პროცენტში. იმ 50 ზედმეტ ხმაში ზუსტად ეგ ადმინისტრაციული რესურსი ვიგულისხმე.

მერე შე კაი ადამიანო, თავიდანვე გეთქვა რომ გაყალბების წინააღმდეგ არის საჭირო ხალხის მოსვლა-თქო, რა განტოლებებს წერდი :)

გაყალბებას ვერაფერს ვერ უზამთ. მაგრამ ისეთი თანაფარდობაა პროცენტებში, რომ არ დაჭირდება გაყალბება. მაგაშია მთელი დრამატიზმი ამ არჩევნებში. გაერთიანებული ოპოზიციის შემთხვევაში დაჭირდებოდათ გაყალბება, თან ძალიან მოშნი გაყალბება, და საბაბიც იქნებოდა მერე ყველაფრის. აი ახლა კი არ დაჭირდებათ, ამიტომ ვამბობ რომ ხელი შეუწყო ალიანსმა ნაცებს. გააყალბებენ ცოტას, მაინც სისხლში აქვთ, მაგრამ არა იმდენად რომ რამე დიდი გამოხმაურება მოყვეს ამას. აი სულ სხვა იქნებოდა გაერთიანების შემთხვევაში, პროსტო ბეზშანსოვ იყვნენ ნაცები, მარა რათ გინდა, რესპებმა თავისი გააკეთეს მაინც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 162
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

DonCaredo

გაყალბებას ვერაფერს ვერ უზამთ. მაგრამ ისეთი თანაფარდობაა პროცენტებში, რომ არ დაჭირდება გაყალბება. მაგაშია მთელი დრამატიზმი ამ არჩევნებში.

საიდან მოგაქვს ეს თანაფარდობა არ ვიცი. მე რა რიცხვებიც დავასახელე, წინა საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარეა. მაგ მონაცემებით ვერ ვიტყოდი გაყალბება არ დაჭირდებათთქო. შენ თუ რამე სხვა რიცხვებს ფლობ, გვითხარი, და ისიც გვითხარი საიდან ფლობ.

 

თავიდანვე გეთქვა რომ გაყალბების წინააღმდეგ არის საჭირო ხალხის მოსვლა-თქო

ეგ არ ვთქვი მე?

 

არჩევნებზე არმოსვლით გაყალბების მასშტაბი იზრდება. გაყალბება გიგი უგალავას სასარგებლოდ ხდება ყველა შემთხვევაში.

ანუ

არჩევნებზე არმისვლა (ყველას გადახაზვა) = გიგი უგულავას მხარდაჭერას.

 

აქედან არ დაიწყო მთელი ეს გარჩევები? :)

 

მათემატიკურად ასეა და ახლა თავის მართლებას ვერავინ ვერავის დაუშლის. ახლა მიშისტსაც რომ კითხო, ისიც გეტყვის რომ იმიტომ კი არ ვაძლევო ხმას რომ მომწონსო, არამედ იმიტომ რომ სხვას ვერ ვხედავ ან რამე ეგეთს.

 

უბრალოდ გიგის ვინც აძლევს ხმას ის უფრო ეხმარება გიგის ვიდრე ის ვინც საერთოდ არ მოდის არჩევნებზე. თორე დახმარებით ისიც ეხმარება და ისიც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქედან არ დაიწყო მთელი ეს გარჩევები?

 

მათემატიკურად ასეა და ახლა თავის მართლებას ვერავინ ვერავის დაუშლის.

აი ახლა ვინ იმართლებს თავს, ნახე შენი პოსტი, რითიც დაიწყო :) სადაა მანდ ნახსენები გაყალბება, პროცენტების დათვლით ამტიკიცებდი უაზრობას :) აჰა შენი პოსტი:

თბილისში რეგისტრირებულია 750 000 ამომრჩეველი. აქედან დაახლოებით 150 000 უგულავასია. ეს რიცხვი ძირითადში შექმნილია ადმინისტრაციული რესურსისგან და სტაბილურია. რაც ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე მით უფრო მეტ პროცენტს მისცემს უგულავას ეს 150 000 ხმა. მარტივად რომ ვთქვათ. არჩვნებზე თუ მივა 600 000 კაცი, უგულავას 150 000 ხმა გამოვა 25%. თუ მივა 500 000 კაცი - 30%, თუ მივა 400 000 - 37%.

 

ანუ არჩევნებზე არ მისვლით პროცენტი სწორედ უგულავას ემატება. და შესაბამისად ყველა დანარჩენ კანდიდატს პროცენტი აკლდება.

აბა სადაა საუბარი გაყალბებაზე? :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

აი სულ სხვა იქნებოდა გაერთიანების შემთხვევაში, პროსტო ბეზშანსოვ იყვნენ ნაცები, მარა რათ გინდა, რესპებმა თავისი გააკეთეს მაინც

თქვენც იგივეს დაგიწერთ ბატონო დონ, რაც გიორგი68-ს

ვინ მთელ ოპოზიციაზე იქნებ განმარტოთ გიორგი.

იმედია საპარლამენტო ოპოზიციას ანუ ასლანიჩებს, ე.დ.პ-ს,პადოშას,მე თვითონ, ჯონდის და ასევე მრეწველებს არ თვლით.

ფორუმი, ლეიბები,ანზოროვნა და ოქრუაშვილის პარტია არჩევნებში არ მონაწილეობენ.

ხოდა ვინ დარჩა ხლისტები ანუ, კობა, ძიძი და ნოღაიდელი.ე.ი მაგათთან უნდა გავერთიანებულიყავით? დიდი ბოდიში, ნოღაიდელთს ვისაც უნდა ის ჩაეხუტოს, პირადად ეს ჩემთვის მიუღებელია.

მე მგონი არავინ გამომრჩა. თუ თქვენ რამე სხვა იცით იქნებ გამიმხილოთ.

იქნებ თქვენ მითხრათ ვისთან გავერთიანებულიყავით.

გიორგი68

ვინ და ვინც იმ პერიოდში თავს ოპოზიციას უწოდებდა

ხოდა ხომ ჩამოგითვალეთ ყველანი.ვისთან, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს თუ ხლისტებთან.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხოდა აქედან დაასკვენით ვის აწყობს ამომრჩეველთა ნაკლებობა.

ეგ ადრეც დავწერე (და ჩემზე ბეეევრად ადრეა აღიარებული როგორც აქსიომა): ამომრჩევლების ნაკლებობა აწყობს იმას, ვინც ატარებს არჩევნებს, ვის ხელშიც რჩება თავისუფალი ბიულეტინები.

 

ამიტომ არ დავეთანხმე ბაბუაგიორგის, რომ არ წასვლა არჩევნებზე ხელისუფლების წიქვილზე წყლის დასხმაა (ნებით თუ უნებლიეთ)!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ხოდა ხომ ჩამოგითვალეთ ყველანი.ვისთან, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს თუ ხლისტებთან.

ჩემთ ვის როგორც ისენი, ასევე იკაკოები და რესპერები არ წარმოადგენენ ოპოზიციას..საბოლოოდ ყველა ნაცების საქმეს აკეთებენ..რაც ამ ბოლო წლებმა ცხადად დაგვანახა..ასე რომ იარეთ ამ არჩევნებზე,მაინც არავინ არაფერს გეკითხებათ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმი, ლეიბები,ანზოროვნა და ოქრუაშვილის პარტია არჩევნებში არ მონაწილეობენ.

რომ გაერთიანებულიყვნენ, ანუ, ერთი კანდიდატი ყოლოდათ, და არა რესპების უალტერნატივო კანდიდატი, მაშინ ესენი თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებდენ მის მხარდასაჭერად.

რაც შეეხება

ხლისტები ანუ, კობა, ძიძი და ნოღაიდელი.ე.ი მაგათთან უნდა გავერთიანებულიყავით? დიდი ბოდიში, ნოღაიდელთს ვისაც უნდა ის ჩაეხუტოს, პირადად ეს ჩემთვის მიუღებელია

გრეჩიხაც მაგათში გაგყავს ალბათ, ის არ იყო წინააღმდები მათთან ერთად ყოფილიყო ამ არჩევნებში. ხოდა აი მაგ კუდაბზიკობის გამო მოიგებს გიგი, და მერე ვინ არის ხლისტი და ვინ მოღალატე, არკვიონ ერთმანეთში. ფაქტი ჯერჯერობით ისაა, რომ რესპების გამო არ მოხდა ერთ კანდიდატზე შეთანხმება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

აი ახლა ვინ იმართლებს თავს, ნახე შენი პოსტი, რითიც დაიწყო სადაა მანდ ნახსენები გაყალბება, პროცენტების დათვლით ამტიკიცებდი უაზრობას აჰა შენი პოსტი:
თბილისში რეგისტრირებულია 750 000 ამომრჩეველი. აქედან დაახლოებით 150 000 უგულავასია. ეს რიცხვი ძირითადში შექმნილია ადმინისტრაციული რესურსისგან და სტაბილურია.

ადმინისტრაციულ რესურსს ვგულისხმობ თქო გაყალბებაში. არ მითხრა ახლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გაყალბება არააო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადმინისტრაციულ რესურსს ვგულისხმობ თქო გაყალბებაში. არ მითხრა ახლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გაყალბება არააო.

ამირან გულში მღეროდაო :) მე რა ვიცი შენ რას გულისხმობ :)

გაყალბებას ებრძოლონ მერე, რას მიკეთებენ? ყველა თუ მოვიდა, ვერ გააყალბებენო, რომ გაიძახიან, მაშინ თითონ რაღაში მჭირდებიან? ტელევიზორში მეც გამოვალ და ვიკივლებ :) ფული გამოუყვეს, თითონაც ყავთ ბიზნესმენები, და დახარჯონ და დააკვირდნენ, აბა მეტი რა ევალებათ? ხმას თუ ვერ იცავენ, რაღას მეძახიან მოდიო? ერთად ებრძოლათ და მივიდოდი. მე თუ იმას მაბრალებენ რომ არმისვლით უგულავას საქმეს გავაკეთებ, მე რესპებს პირდაპირ ნაცების დავალებების შემსრულებლად ვთვლი მაშინ. ვოტ ტაკ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ამირან გულში მღეროდაო მე რა ვიცი შენ რას გულისხმობ

გაყალბებას ებრძოლონ მერე, რას მიკეთებენ?

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას როგორ უნდა ებრძოლონ? დადიან კოორდინატორები და ადგენენ პრობაციონერების, სახელმწიფო სამსახურში მომუშავეების და მათი ახლობლების სიებს. თუ არ მომცემ ხმასო ამას გიზამ და იმას გიზამთო. აქედან 90%-ს ეშინია მართლა არ გაიგონო და ხმას აძლევენ. ნუ ვთქვათ დააფიქსირე ერთი ასეთი შემთხვევა რომელიღაც სკოლაში. ნაცები იტყვიან დირექტორი თავისი ინიციატივით ემუქრებოდა მასწავლებლებს, შეცვლიან დირექტორს და ეგაა. და მასიურად კიდე ამას ვერ დააფიქსირებ. დაშინებულია ხალხი.

 

მე თუ იმას მაბრალებენ რომ არმისვლით უგულავას საქმეს გავაკეთებ, მე რესპებს პირდაპირ ნაცების დავალებების შემსრულებლად ვთვლი მაშინ. ვოტ ტაკ

ამაზე მოგწერე უკვე

 

არჩევნებზე არმოსვლით გაყალბების მასშტაბი იზრდება. გაყალბება გიგი უგალავას სასარგებლოდ ხდება ყველა შემთხვევაში.

ანუ

არჩევნებზე არმისვლა (ყველას გადახაზვა) = გიგი უგულავას მხარდაჭერას.

 

მათემატიკურად ასეა და ახლა თავის მართლებას ვერავინ ვერავის დაუშლის. ახლა მიშისტსაც რომ კითხო, ისიც გეტყვის რომ იმიტომ კი არ ვაძლევო ხმას რომ მომწონსო, არამედ იმიტომ რომ სხვას ვერ ვხედავ ან რამე ეგეთს.

 

უბრალოდ გიგის ვინც აძლევს ხმას ის უფრო ეხმარება გიგის ვიდრე ის ვინც საერთოდ არ მოდის არჩევნებზე. თორე დახმარებით ისიც ეხმარება და ისიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მე რესპებს პირდაპირ ნაცების დავალებების შემსრულებლად ვთვლი მაშინ.

შენც ეხლა ახალი თქვი რამე.. :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

გრეჩიხაც მაგათში გაგყავს ალბათ, ის არ იყო წინააღმდები მათთან ერთად ყოფილიყო ამ არჩევნებში.

გრეჩიხას უამრავი წინადადება ქონდა ჩვენგან, მათ შორის ალიანსის თანათავჯდომარეობაზეც, მაგრამ ჯერ იძახდა მოვიფიქრებო, მერე ახალ ტალღას ავაგორებ და ამით დაგიჭერთო მხარს, მერე კიდევ რაღაცას არ მახსოვს კარგად. მოკლედ ტრაკს ათამაშებდა. კონსერვებს ასევე ქონდათ გაერთიანებაზე წინადადება, მაგრამ მათ ჯერ რაღაც გაუგებარი პრაიმერი მოიგონეს და მერე ნოღაიდელს შეეკრნენ. ეს წინადადებები მათ მანამდე მიეცათ, სანამ სანამ ალასანია მერობის კანდიდატად დასახელდებოდა. ხოდა თურმე ყველაფერი რესპების ბრალი ყოფილა.უბრალოდ მათნაირი ჩათლახები არა ვართ და ზურგსუკან ერთს არ ვაკეთებთ და ხმამაღლა მეორეზე არ ვსაუბრობთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა თურმე ყველაფერი რესპების ბრალი ყოფილა.უბრალოდ მათნაირი ჩათლახები არა ვართ

ვერ გავიგე შენ რა შუაში ხარ? შენ არც გიცნობ და რა უფლება მაქვს რამე ვთქვა შენზე?

 

გრეჩიხას უამრავი წინადადება ქონდა ჩვენგან,

ეს იყო წინადადება "შემოგვიერთდი", და არა მოლაპარაკება "გავერთიანდეთ".

კონსერვებს ასევე ქონდათ გაერთიანებაზე წინადადება,

იგივე, რაც ზემოთ დავწერე.

ეს წინადადებები მათ მანამდე მიეცათ

დააკვირდი "წინადადება" იხმარე სამივეჯერ. ეგ ხომ იცი რას ნიშნავს?

რესპებისგან მოდიოდა ერთიდაიგივე გზავნილი: ჩვენ უალტერნატივოები ვართ, და თუ გინდათ, შემოგვიერთდით. არ გამოვა მასე გაერთიანება, "ჩვენი კანდიდატის ირგვლივ" გაერთიანდით ყველა. ტეხავს ჩემის აზრით.

ბოლობოლო დაეთმოთ რესპებს? თუმცა, ყველას ხლისტებად და დაუნებად თვლიან და კანეშნა. ხოდა ნუღა აქვთ პრეტენზია სხვებთან. მოიგონ არჩევნები და ალალი იყოს მაგათზე, მართონ ნაცებივით ყვეყანა და გაყიდ-გამოყიდონ ყველაფერი, ვერავინ შეეცილება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

რესპებისგან მოდიოდა ერთიდაიგივე გზავნილი: ჩვენ უალტერნატივოები ვართ, და თუ გინდათ, შემოგვიერთდით

ჯერ ერთი რომ არა რესპებისგან არამედ ალიანსისგან. სულ ტყუილად გგონიათ რომ რესპები დომინირებენ ალიანსში.არ არის ალასანია ის კაცი რომ ვიღაცამ მართოს და ეს მომავალში კარგად გამოჩნდება.

მეორე, სწორედ გაერთიანებაზე იყო საუბარი კონსერვებთან და გრეჩოსთან და გარკვევით დავწერე რომ ეს იყო სანამ ალასანიას კანდიდატურა დასახელდებოდა.წინადადება მიეცა კონსერვებს და და არა კობას და მითუმეტეს ნოღაიდელს.

ისე ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, შარშანდელი აპრილის აქციებში ძიძის და გრეჩიხას და საერთოდ გრეჩოიდების(ეს ჩემი ტერმინია და იმათ აღნიშნავს, ვინც ის აქციები კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა) როლის გათვალისწინებით, მაგათ საერთოდ არ დაველაპარაკებოდი.მაგათი დამსახურება ეს საყოველთაო აპათია რამაც მაგ აქციების ჩაფლავების შედეგად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოიცვა.შედეგად კი გიგიკოს გარანტირებული მოგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ნიკოლოზ ივანიშვილი - ივანიშვილი “სახალხო დემოკრატები”

2. დავით იაკობიძე- “თორთლაძე-დემოკრატიული პარტია”

3. ზვიად ძიძიგური -,,ეროვნული საბჭო”

4. გიორგი უგულავა -,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

5. გიორგი ლაღიძე-პ/გ ,,მომავალი საქართველო”

6. გიორგი თოფაძე - ,,თოფაძე მრეწველები”

7. გიორგი ჭანტურია - „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან -დემოკრატიული გაერთიანება“

8. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“

9. ირაკლი ალასანია-“ალიანსი საქართველოსთვის”

 

არც ერთს არ მივცემ მაგენს ხმას, არ ვცხოვრობ ტიფლისსა შინა და აი მარტო თბილისის ფორუმია ნეტა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...