planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti24-150x150.jpgპარლამენტი დღეს არჩევნებამდე ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს.იგეგმება “დიზაინის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღება. ასევე, საბოლოოდ დაამტკიცებენ კანონში ცვლილებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც პანსიონატში იმყოფებიიან, პენსიის აღდგენას ითვალისწინებს. საბოლოოდ მიიღებენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით, სათამაშო აპარატების მფლობელებს, სამორინეების მსგავსად, სალონების დამუქება მოუწევთ. ხვალვე, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კადეტთა კორპუსის აღდგენისა და გარკვეულ პირთა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ პროექტებს. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პარლამენტი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რიგგარეშე ფორმატით შეიკრიბება, თუმცა კომიტეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე 15-მდე საკითხის განხილვაა დაგეგმილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts