planetanews Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/rurua-nika11-150x150.jpgსაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტროში, დღეს, მინისტრი ნიკოლოზ რურუა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, საინგილოს რეგიონიდან მომავალ სტუდენტებს შეხვდებიან. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საინგილოს მიზნობირვი სპეც-ჯგუფის საკონსულტაციო შეხვედრები. როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აბიტურიენტები არ გაივლიან ეროვნულ გამოცდებს, მათი ჩარიცხვაც უნივერსიტეტის შიდა ტურების წარმატებით გავლის შედეგად მოხდება. 10-მდე საინგილოს მკვიდრი, 4 წლის მანძილზე დაეუფლება დრამის რეჟისურის და მსახიობის სპეცილობას, ასევე გაივლიან თოჯინების თეატრის სასწავლო პროგრამასაც. საინგილოს რეგიონიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ასევე ემზადებიან მომავალი ლოტბარები და ქორეოგრაფები, რომლებიც გომარ სიხარულიძის და ბიჭიკო ყურაშვილის ხელმძღვანელობით 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას დაეუფლებიან, რეგიონში კი უკვე ქართული განათლებით დაბრუნდებიან. შეხვედრა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტროში დღეს 13:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts