Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილმა კაჩინსკი მოკლა? ----------- მხოლოდ თეორია


Recommended Posts

მეგობრებო მოგეხსენებათ, რომ აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის უგზო უკვლოდ გახანგრძლივებული ვიზიტი ათასი მითქმა მოთქმისა და დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების საბაბი გახდა. ერთნი ამბობენ, რომ სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის აშშ-ის ერთ ერთ საუკეთესო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მეორენი ამბობენ, რომ სააკაშვილი ავტოკატასტროფაში მოხვდა და დაიღუპა, მესამენი ამბობენ, რომ სააკაშვილისადმი აშშ-ის საზოგადოებაში არსებულმა მაღალმა ინტერესმა, ამ უკანასკნელს სამშობლოს "დროებით დავიწყება აიძულა" და საქართველოს "სანაქებო პრეზიდენტი" ლექციას ლექციაზე კითხულობს შტატების წამყვან სასწავლო დაწესებულებებში. მეოთხენი არაფერს არ ამბობენ, რადგან არასდროს ამბობენ რამეს, მეხუთენი კი "გენიალური" კაკალაშვილის შემოქმედებაზე გაზრდილი "გენიალური პრეზიდენტის" უახლოეს მომავალში დაბრუნებაზე და გაბრწყინებული საქართველოს კიდევ უფრო გაბრწყინებაზე აკეთებენ აქცენტს. არიან სხვებიც და ეს სხვებიც ამბობენ, ბევრ რამეს ამბობენ მოკლედ და ასეთ ფონზე ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ მეც შემოგთავაზებთ ერთ ფრიად ორიგინალურ მოსზრებას იმაზე თუ:

რა?

როგორ?

და

რატომ?.

 

მოგეხსენებათ პირველმა დაუშვი ალბათობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გადადგეს (სააკაშვილი შეიძლება გადადგეს?!) და შესაბამისად არ გამოვრიცხავ იმას, რომ დიდი ქართველი "ბელადი" აშშ-ში უსაფრთხოების გარანტიების მიღებასაც ცდილობდა. სავარაუდოდ ვერანაირი გარანტია ვერ მიიღო და არც გადადგომის უფლება მისცა ვინმემ (თეთრმა სახლმა), რადგან ვაშინგტონის გეოპოლიტიკის, სამხრეთ კავკასიური ეპიზოდისა და საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაციის გეგმა, სააკაშვილს როგორც პრეზიდენტს-შემდგომში "განტევების ვაცს" საჭიროებს და СIA ( USA - Central Intelligence Agency) მის გადადგომას ვერ დაუშვებს.

 

ამდენად დღეს იქნება თუ ხვალ სააკაშვილს მოუწევს საქართველოში დაბრუნება და მისი დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში (კვირაში) აპოკალიპსიც შეიძლება დაიწყოს. აპოკალიფსი ქართულად მეგობრებო.

 

სიტყვა აპოკალიფსმა არ შეგაშინოთ და არ დაგაბნიოთ, უფრო სწორედ არ დაგაბნიოთ თორე შეშინებით თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და ვერც სამოქალაქო დაპირისპირება, ვერც ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია, ვერც ორ ფრონტზე ომი და ვერც ჰუმანიტარული კატასტროფა რათქმაუნდა. არადა ზუსტად ეს მოხდება თუ თეორია რომელსაც შემდეგი აბზაციდან შემოგთავაზებთ რეალობად იქცევა.

 

ვსაუბრობ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში (კვირაში) რუსეთისა და პოლონეთის სპეც-სამსახურებმა, აგრეთვე პოლონეთის პრეზიდენტის ლეჰ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების შემსწავლელმა-საგამოძიებო კომისიამ, შესაძლოა "სენსაციური" განცხადება გააკეთონ და პოლონეთის "ბორტი ნომერი ერთის" კატასტროფას, ჯერ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭონ, შემდეგ კი მის (ტერაქტის) განხორციელებაში ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბანდ ფორმირებები და საქართველოს სპეც-სამსახურები დაადანაშაულონ.

 

ის თუ რა შეიძლება მოყვეს აღნიშნულ ბრალდებას კარგად მოგეხსენებათ (სამოქალაქო დაპირისპირება, ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია, ორ ფრონტზე ომი, ჰუმანიტარული კატასტროფა) და მოეხსენება ეს მიხეილ სააკაშვილსაც. ასე რომ ამერკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის უგზო უკვლოდ გახანგრძლივების მიზეზი, ბანალური შიშიც შეიძლება აღმოჩნდეს, ქვეყნის პირველი პირის შიში იმისა, რომ მისი როგორც ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმის დღეები დათვლილია. ნუ საქართველოს დღეები რომ სააკაშვილს დიდად არ ადარდებს ეგ კი ვიცით, ან გვგონია რომ ვიცით...

 

სულ ეს არის..

 

მესმის, რომ ჩემს მიერ დაწერილი თემებიდან ეს თემა ალბათ ყველაზე "ფანტასტიურია", მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ აშშ-ის და რუსეთის სპეც-სამსახურები ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტისა და სამხედრო ელიტის ლიკვიდაციის ოპერაციას, მხოლოდ იმიტომ არ განახორციელებდნენ, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს დასავლეთისა და რუსეთის დაახლოების რადიკალური მოწინააღმდეგე ძალების ნეიტრალიზება სურს.

იმას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ კაჩინსკის თვითმფრინავი "შემთხვევით", პოლოტის შეცდომის ან რთული მეტეოპირობების გამო ჩამოვარდა.

 

ასეა თუ ისე მეგობრებო უახლოეს მომავალში გამოჩნდება რა და როგორ და ურიგო არ იქნება თუ ეს თემაც იარსებებს ინტერნეტისა სამყაროსა ზედა...

არადა როგორც ამბობენ კონსპირაციულ თეორიებს ერთი განსაკუთრებული თვისება ახასიათებთ, sometimes theories become truth.

წავედი ეხლა დავიძინე.. http://s4.rimg.info/d4bf5c63a484192103e1fbcc746efe13.gif

 

CIA-ის მადლი გფარავდეთ :(

post-1231-1272941806_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კენედიც მაგას ხომ არ მოუკლავს? :D

კი...

წიგნი მაქვს წაკითხული... პირდაპირ საქართველოს სპეცსლუჟბებს ვერ ადებენ ხელს მაგრამ მინიშნება არის და კარგი ფანტაზიის მქონე ადამიანი, მიშას კვალსაც შეამჩნევს იმ წიგნში დაშიფრულს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

კენედიც მაგას ხომ არ მოუკლავს?

კენედის ლიკვიდაციაზე რა მოგახსენო და მოსკოვის ამასწინდელ ორმაგ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველო და შესაძლო ქართული კვალი რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა რამდენჯერმე ახსენა.. სად მოსკოვი სად ფენერბახჩეო იტყვი ახლა და თითქოს მართლა საიდან სადაო, მაგრამ როცა ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი ის რაც თეორიულად არის შესაძლებელი პრაქტიკულადაც ხორციელდება ხოლმე.. რას გაიგებ მოკლედ...

 

ხოდა ეგრე მეგობრებო..

 

Goddess

მიეცით ნიჭსა გზა ფართო :vis:

ნამდვილად http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

სპეციალურად თქვენთვის:

მე ნიჭიერო :)

 

----------

 

ეს ინფო ბუნუსად.. ტრადიციულ ამერიკულ ხუმრობას გაქვს თითქოს მაგრამ .....

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმენტი აფრთხილებს საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს, ქვეყანაში გამართულ დემონსტრაციების ერიდონ.

 

“მშვიდობანი დემონსტრაციებიც კი შესაძლოა, კონფრონტაციასა და ძალადობაში გადაიზარდოს. აშშ-ს საელჩო საქართველოში ურჩევს ამერიკის მოქალაქეებს, დემონსტრაციის ადგილებს გაეცალონ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

აქვე მითითებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მისამართი, ცხელი ხაზი, ტელეფონები და მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამერიკის მოქალაქე, თუ საქართველოში მას ან მისი ოჯახის წევრებს უსაფრთხოების პრობლემები შეექმნებათ.

 

 

ახუიეწ პონტია http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ რომ არ იფიქროთ რომ სამეცნიერო პანტასტიკის ჟანრში მწერლობის დაწყებამდე ფორუმზე ვვარჯიშობ ამ ინფორმაციასაც გადახედეთ...

 

 

http://top.rbc.ru/special/metro/31/03/2010/387180.shtml

Д.Рогозин: Грузия причастна к организации бандподполья на Кавказе

 

Заявление Доку Умарова на грузинском телеканале, где он обвиняет ФСБ в терактах в московском метро, – прямое доказательство причастности Грузии к организации бандитского подполья на Кавказе, заявил постпред России при НАТО Дмитрий Рогозин. Его слова цитирует радиостанция РСН.

 

По словам Д.Рогозина, Д.Умаров не будет обращаться на CNN или Би-би-си, потому что "представители крупнейших спецслужб мира считают, что он террорист".

 

"То, что ему предоставлена возможность сделать заявление на одном из грузинских каналов, – доказательство правоты Патрушева в том, что есть связь между террористическим подпольем на Северном Кавказе и грузинскими спецслужбами", - сказал он.

 

Ранее секретарь Совета безопасности РФ Николай Патрушев сообщил, что у ФСБ есть информация о том, что сотрудники грузинских спецслужб поддерживают связь с боевиками на Северном Кавказе.

 

"Мы должны проверить и эту версию, тоже применительно к терактам в Москве", - отметил секретарь Совбеза РФ. "Есть Грузия и ее непредсказуемый лидер Саакашвили. Он один раз уже развязал войну. Не исключено, что развяжет вновь", - сказал Н.Патрушев.

 

---------

 

ეს რათქმაუნდა პირველი შემთხვევა არ არის როცა რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტიურობასა და საქართველოს შორის თითქოსდა არსებულ კავშირებზე საუბრობს მოსკოვი, მაგრამ ნამდვილად პირველად ხდება როცა საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად წარმოსაჩენად რუსეთის ძირითადი PR რესურსებია ამოქმედებული.

 

არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ დიმიტრი რაგოზინი ძალინ კარგად იცნობს ფიარ ტექნოლოგიებს და ეს გახდა სწორედ ერთ ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მოსკოვმა სწორედ ის წარგზავნა ნატო-ში მუდმივ წარმომადგენლად.

 

რაგოზინის დანიშვნის დღიდან დღემდე, ამ უკანასკნელის აქტიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობოდა დასავლეთის მედიასთან ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების მეშვეობით დასავლეთის საზოგადოებაში საქართველოს მაქსიმალურ დისკრედიტირებასა, სააკაშვილის ხელისუფლების, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმის წარმოჩენას.

 

ვფიქრობ ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია და რუსეთის აქტიურობა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ უშვებ პირველ პოსტში წარმოდგენლი ალბათობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აეეე

 

 

 

 

:)

სიტყვა აპოკალიფსმა არ შეგაშინოთ და არ დაგაბნიოთ, უფრო სწორედ არ დაგაბნიოთ თორე შეშინებით თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და ვერც სამოქალაქო დაპირისპირება, ვერც ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია, ვერც ორ ფრონტზე ომი და ვერც ჰუმანიტარული კატასტროფა რათქმაუნდა. არადა ზუსტად ეს მოხდება თუ თეორია რომელსაც შემდეგი აბზაციდან შემოგთავაზებთ რეალობად იქცევა.

არადა რავა ყველაფერი გკიდიათ ტო ან რას სვავთ და ან რას ეწევით ამისთანას.. :givi:

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის აღსრულდა ოცნება http://s.rimg.info/280f6ef6c979d655f8d2184a0614635b.gif

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ჩოგბურთის კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ჩოგბურთის კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა.

პრეზიდენტმა ახალ კორტებზე ნორჩ სპორტსმენებთან ერთად ჩოხბურთიც ითამაშა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კორტებისა და ტანვარჯიშის დარბაზის შემდეგ უახლოეს დღეებში ქუთაისში ახალი საცურაო აუზი და “ტორპედოს” ცენტრალური სტადიონი გაიხსნება.

“ამით ქუთაისელი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მათ პერსპექტივაზე ვაკეთებთ გათვლას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში რკინიგზის ახალი სადგური და ახალი მატარებელიც დაათვალიერა. აღნიშნული მატარებლით რეისები ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით სრულდება. მგზავრობის ღირებულება 2 ლარს შეადგენს.

 

მიხეილ სააკაშვილი ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა.

============================================================================

 

დღეს საღამოს დაუბრუნდება ქართულ ცისფერ ეკრანს "სანაქებო" ლიდერი და ბევ საინტერესო ანეგგდოტს მოყვება..

 

============================================================================

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

სპეციალისტების შეფასებით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავს ფრენისას ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია

 

სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომისიის მონაცემებით, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ფრენისას ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

 

ამასთან, კომისიის განმარტებით, გრძელდება შავი ყუთების ჩანაწერებში დაფიქსირებული ფრენის პარამეტრების ანალიზი. საინჟინრო-ტექნიკური ქვეკომისიის მუშაობის შედეგები კი, პოლონელ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს.

 

"ფრენის დროს ტექნიკის მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნები არ არის", - ნათქვამია საავიაციო კომისიის განცხადებაში.

 

ამჟამად რუსი და პოლონელი სპეციალისტები იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურის გამოკითხვას აწარმოებენ, რომელიც სმოლენსკში ლეხ კაჩინსკის თვითნფრინავის კატასტროფამდე დაჯდა. ასევე, მიმდინარეობს აეროდრომის რადიოტექნიკური და სასიგნალო აღჭურვილობის მუშაობის შეფასება.

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა დაფრენის მეოთხე მცდელობისას განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.

 

============================================================================

 

ისე ხომ არ მოხდება რომ ცოტა ხანში მფრინავების ბრალეულობასაც გამორიცხავენ და ..........

 

რავიცი რავიცი ...

 

კონსპიროლოგია რულამს :givi:

 

============================================================================

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...