planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 4 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“, ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებულ ვორქშოფს უმასპინძლებს. 4 მაისს, 11.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, პარტიის ცენტრალურ ოფისში, IRI-ს, NDI-ს, IFES-ის წარმომადგენლებს შეხვდება.მის: ბურძგლას ქ. #110 ა (ყოფილი შმიდტის ქუჩა) 4 მაისს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ბრიფინგს გამართავენ.თემა: “მასწავლებელთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამებზე ახალი კონკურსი ცხადდება”.მის: უზნაძის ქ. №52 4 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 4 მაისს, 12.00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფოლკ-ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #68 4 მაისს, 13.00 საათზე, “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.მის: ხორავას ქ. #9 4 მაისს, 13.00 საათზე, `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ თავმჯდომარე გია თორთლაძე ბრიფინგს გამართავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.მის: გრიბოედოვის ქ. #30 4 მაისს, 13.00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე პრესკონფერენციას გამართავს. მის: ლვოვის ქ. #56 4 მაისს, 13:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს და წარადგენს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას “ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ” კანონში.პარლამენტი, ოთახი #301 4 მაისს, 13:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ბრიფინგს გამართავს. 4 მაისს, 13.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის #52-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც სკოლის კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ იობიძის ფინანსური მხარდაჭერით, ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა.მის: ალ. ყაზბეგის №27 4 მაისს, 14:00 საათზე, ”თავისუფალი აზრის სახლში” ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის “საქართველო 2009” პრეზენტაცია გაიმართება.მის: რევაზ ლაღიძის ქ. #4 4 მაისს, 14.00 საათზე, `განათლების პროფესიული სინდიკატი~ სამართლებრივი აქტების კრებულის პრეზენტაციას გამართავს.მის: გუდიაშვილის ქ.#7, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი 4 მაისს, 14.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს წარმოადგენს.პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 4 მაისს 15:00 საათზე ქალაქ ახალციხეში, თეატრის შენობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით გაიმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობია ახალი ინიციატივის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა -არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩეველთათვის. 4 მაისს, 15.00 საათზე, “რია ნოვოსტის” ოფისში “მრგვალი მაგიდა” გაიმართება.თემა: “რამდენად მაღალია სიტყვის თავისუფლების საკითხი საქართველოში”.მის: რუსთაველის გამზ. #2, გრიბოედოვის თეატრი, VIII სართ., ოფისი #808 4 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32 (ყოფილი “სულხან საბას” შენობა), I სართული 4 მაისს, 17:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია “კინოს სახლში” ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. 4 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტის `ბიზნეს ქეისების” პრეზენტაცია – პირველი ტური გაიმართება.მის: ჭავჭავაძის #32, 8 57 300 111 4 მაისს, 17.00 საათზე `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ლანა გალდავა (საპარლამენტო) და ზაზა თორთლაძე (ადგილობრივი) მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.მის: მიხეილ ქვლივიძის ქუჩა, #198-ე უნარშეზღუდულთა სკოლა 4 მაისს, 18:00 საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს შეხვდებიან.მთავრობის კანცელარიის მე-7 სართული 4 მაისს, 19:00 საათზე, თბილსის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებითი საღამო – “პაემანი ვერაზე” გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც, ფილარმონიის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. 4 მაისს, 19:00 საათზე, კომპანია ~მაგთიკომი~ “მაგთი კლუბში” მხატვარ ედმონდ კალანდაძის 87 წლის საიუბილეო საღამოსა და კატალოგის პრეზენტაციას გამართავს.მის: რუსთაველის გამზ. #22 4 მაისს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კონსერვატორიის საეკლესიო კვლევების მიმართულების ორგანიზებით საღამო გაიმართება, რომელზეც ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი სააღდგომო საგალობლებს შეასრულებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts