Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- პოლიციური მაისობა


Recommended Posts

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S97uvLhi0GI/AAAAAAAADoI/LEZxg7Jhw7M/s200/26856_1318307434131_1124110490_30935545_631906_n.jpgმას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 23 ნოემბერი, ანუ შემოდგომის გიორგობა, „ვარდების რევოლუციის“ დღედ გამოაცხადეს, გაზაფხულის გიორგობისთვის დამატებითი მნიშვნელობის მინიჭებაზეც იფიქრეს.

6 მაისს თბილისში ორი არარელიგიური ღონისძიება იგეგმება, მათგან ერთი პოლიციის პოპულარიზაციას ეძღვნება, ხოლო მეორე პოლიციის წინააღმდეგ არის მიმართული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სწორედ, გიორგობისთვის გადაწყვიტა პოლიციის დღის აღნიშვნა. ვანო მერაბიშვილი პოლიციის დღეს აღლუმის ჩატარებასაც გეგმავს. პოლიციის აღლუმში შს უწყების ყველა დანაყოფის მონაწილეობა იგეგმება.

რაც შეეხება პოლიციის საწინააღმდეგო აქციას, მისი ორგანიზატორები ოპოზიციის ლიდერები: ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან. საპროტესტო აქცია 6 მაისის დილას დაიწყება – 10:00 საათზე აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ შეიკრიბებიან და შს სამინისტროს ახალ, გამჭვირვალე შენობამდე მსვლელობის აქციას მოაწყობენ. ოპოზიციური საპროტესტო აქციის მეორე რაუნდი დღის მეორე ნახევარში გაიმართება – 17:00 საათზე სააკაძის მოედანთან შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან, დაასრულებენ.

ოპოზიციის ლიდერები პოლიციის დღედ 6 მაისის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ ხალხისადმი ცინიკურ დამოკიდებულებად აფასებენ. მით უფრო, რომ ერთი წლის წინ, სწორედ ამ დღეს, პოლიციამ ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია მომიტინგეთა უფლებები, როდესაც მათ წინააღმდეგ კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი გამოიყენა.

2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ გამართული მიტინგიდან გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის“) მოწოდების შემდეგ გაემართნენ. აქციის მიზანი ოპოზიციის სამი აქტივისტის: მელორ ვაჩნაძის, გიორგი ონიანისა და რევაზ რევაზიშვილის გათავისუფლება იყო. ისინი 5 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ნიკა ავალიანზე ფიზიკური ანგარიშსწორების ბრალდებით დააკავეს. პროტესტის მონაწილეებს სამმართველოსკენ თავად გიორგი გაჩეჩილაძე გაუძღვა და პოლიციის სამმართველოს ღობეზეც პირველი, სწორედ, ის გადაძვრა. ამ ფაქტის გამო პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური ზემოქმედების იარაღად გამოყენებული იყო დროშები, ჯოხები, ქვები, ბოთლები და სხვადასხვა ტიპის ბლაგვი საგნები. ინციდენტის დროს დაშავდნენ ოპოზიციის ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, დავით გამყრელიძე, შალვა ოგბაიძე და სხვები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ პლასტმასის ტყვიები გამოიყენა, თუმცა ეს ფაქტი იმ დღეს კატეგორიულად უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკრეტულად კი ამ უწყების მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა. მისი განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პლასტმასის ტყვიები არ გამოუყენებია.

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია, ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონით კი პოლიციელს დამნაშავეების დაკავების უფლება აქვს, მაგრამ მათზე ფიზიკური ზემოქმედების უფლება – არა. მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა პოლიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა, თუ აქციის მონაწილეები პოლიციის შენობაში შევიდოდნენ. პლასტმასის ტყვიების გამოყენება კი არც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა.

„პოლიციის შესახებ“ კანონის მე–12–ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავდა იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენება პოლიციას შეეძლო: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა.

შსს-მ მოგვიანებით თავადვე აღიარა, რომ 6 მაისს მომიტინგეების წინააღმდეგ არალეტალური იარაღი გამოიყენეს, თუმცა ამის გამო არავინ დაუსჯიათ. 6 მაისის ინციდენტიდან 3 თვის შემდეგ კი ხელისუფლებამ პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება კანონით დაუდგინა.

[მადლენ მაჭარაშვილი, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე

 

 

 

2907431438646605030-691067526288535542?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...