Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ირაკლი ალასანიას განცხადება


Recommended Posts

ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტ ნანა ლეჟავას მიერ მომზადებული გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

 

„ა. წ. 2 მაისს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტ ნანა ლეჟავას მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას, იმისა თუ როგორ ართმევს ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს, კერძოდ, პრობაციონერების თუ პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრების ფუნდამენტურ უფლებას – არჩევანის გაკეთების უფლებას.

 

 

სახეზეა შს და იუსტიციის სამინოსტროთა ხელმძღვანელებისა და სხვა ხელმძღვანელი პირების, კერძოდ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას, პრობაციის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმჟამინდელი თავჯდომარის ლევან თარხნიშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უტყუარი ფაქტები.

 

 

 

მივმართავ მთავარ პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს კონკრეტული თანამდებობის პირების დანაშაულებრივი თანამონაწილეობა.

 

 

 

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, დროულად მოახდინოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება, რათა აღიკვეთოს პოლიციური სტრუქტურების დანაშაულებრივი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და 30 მაისს არ მოხდეს არჩევნების შედეგების გაყალბება.

 

 

 

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვინც სააშკარაოზე გამოიტანა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ერთ ერთი სქემა“.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...