Jump to content
Planeta.Ge

განმარტება ეროვნული ძალების საწინააღმდეგოდ განწყობილ ფორუმელებს.

Recommended Posts

babuagiorgi

"დოვნანა" პოლიტიკით არ შეიცვლება მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ტრანსფორმირებული იქნა ნაცებში და ეხლა ფორმირდება ალიანსებში.

+100%

... და რატომ უყურებს ამას ოპოზიცია მშვიდად?

განახლებული ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას და აგუგუნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას გასაგონად

რაც მოხდა ოთხმოცდაათიან წლებში ეგ იყო ქართველი ერის ტრაგედია, მაგრამ ნურავინ ეცდება ეროვნულ ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირებით სპეკულირებას და ამით ეროვნული ძალების ,,გაშავებას''. ყოველი ასეთი ცდა განწირულია. პრორუსული კოლაბორაციონისტული ძალები და საკუთარი სამშობლოს მოძულე პარაჟენცები ვერ ეღირსებიან ეროვნული ძალების მოსპობას საქართველოში

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი წერეთელი იყო პირველი, რომელმაც 1991 წელს რუსთაველის პროსპექტზე მიიტანა და დაყარა ჟანგიანი საკანალიზაციო მილები და სამშენებლო ნაგავი, რითიც გადაკეტა გამზირი და იქ აღმართა პირველი "ბარიკადები",

მეც ძალიან კარგად მახსოვს.

ამის წინ ერთ გადაცემაში კითხეს ახლა რას აკეთებ, რით ხართ დაკავებულიო, და სტატიებს და ლექსებს ვწერ, ამის მეტს რას აკეთებდა

ილია ჭავჭავაძეო :D

არ აკლია მაგას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ო და რა განსხვავება, როდესაც ადრე იმ ხალხს უჭერდი მხარს ვინც სამხედრო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, მერე ის მონადირეთა კავშირი რომ იყო, რომელის პირდაპირი შთამოვალია მიშა ალსნაი, ჟვანია, ბურჯანაძე და სხვანი?

პრინციპში რა გამოდის და ვის უჭერ მხარს? ნაცებს.

"ეხლა სერიოჟა გარაჯში თუ დაიბადაო რა ავტობუსიაო"

სერიოჟა არა, მაგრამ პოლიტიკოსი რომ "გარაჟში" დაიბადება ავტობუსი იქნება ასიანი და ორთქლის გამოშვებას არ მოეშვება.

იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო-

89წელს სკოლაში გავაკეთე მეგობრებთა ერთად მოსწავლეთა ანტიკომსომოლური გაერთიანება . ვიყავი იმ პროცესების აქტიური რიგითი მონაწილე და ზუსტად გულის და არა გონების კარნახით ავირჩიე პირველადი პროფესია, რომელსაც არ გავყევი,მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

პუტჩის პერიოდში დავდიოდი ორივე მხარის მიტინგებზე. არასდროს თანავუგრძნობდი კიტოვანს და მის ხროვას , ხოლო რასაც შეცდომად ვუთვლიდი გამსახურდიას ,დღესაც არ შემიცვლია დამოკიდებულება.

90ნ წლებში უარი ვთქვი სტუდკავშირულ კარიერაზე,არ შევედი მოქალაქეთა კავშირში......ჭანტურიას პარტიაში მოვხდი შეგნებულად.მე ავირჩიე ედუარდ შევარდნაძის ალტერნატივა . ეს იყო გონებით გაკეთებული არჩევანი და არ ვნანობ. ბევრი რამ ვისწავლე, ....ბევრი ცუდიც ვნახე ,მაგრამ იმ სიტუაციაში ჩემ არჩევანს გამართლებულად მივიჩნევ და ხელი ჭუჭყში არ ჩამიყვია. :D

მოქ კავშირი იყო და არის სიმახინჯე. დღესაც მინდა შეიქმნას ცენტრისტული, სტაბილური პოლიტიკური ძალა.....ამის აუცილებლობა მაშინაც იყო და კიდევ არის ...ჰოდა საბოდიშო მხოლოდ ერთი მაქვს....რადგანაც კონფორმიზმის გამო დიდუბის, მარჯანიშვილის დახვრეტები მოვითმინე.....ეს გაცილებით ადრე მოხდა , ვიდრე ედეპეში აღმოვჩნდებოდი. ამაზე ყველას ხმა უნდა ამოგვეღო. დღეს თუ რამეს შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაში ერთერთი ზვიადისტებს კბილებით დავიცავდი ახალგაზრდული ენერგიით, რომელიც არ მაკლდა და ვინც მიცნობს იცის ღირებულებებს ადვილად არ ვთმობ,მაგრამ იმდენად ვუფრთხილდები, რომ არ ვსპეკულირებ,თან რაც აღარაა ღირებულება ვცილდები.....

ფეხებზე მკიდია ვინ რას იფიქრებს.....თავაწეული დავდივარ ქალაქში , ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, მეგობრობაც და კაცობაც . ვერავინ შემომაძებს ზედმეტს და თუ დღეს ვარ გარკვეულწილად შესაძლოა არეალიზირებული...ნერვებაფეთქებული, უმუშევარი..... არ მადარდებს......, რადგანაც თუ განგება ინებებს ,ჩემი შანსი მექნება ,თუ არა ის ვარ რაც ვარ ...არ ვფარისევლობ და საკრიტიკოს ყოველთვის გავაკრიტიკებ.

კიდევ ერთი....... კარგად მესმის ეროვნული მოძრაობა რის გამოც დაბეჩავდა. ვიყავი, ვარ და ვიქნები მოზომილი გამოთქმებში . მომენტებში კარგად ვიცი ნერვები მღალატობს, მაგრამ აქ არ ვაფრქვევ ამას ....იმიტომ რომ არ გადაგდოთ, მინდა ოპტიმიზმი მოდიოდეს ჩემგან და არა პესიმიზმი. ჰოდა ცილისწამება არაა საუკეთესო გზა არავისადმი. ყველამ ჩვენ თავს, ნერვებს და განვლილ გზას მოვუაროთ. შეცდომა კი ყველას დაუშვია....ეს კანონზომიერებაა...აღიარება და თუ გამოსწორება ჭირს..... :D

მაპატიეთ ოფტოპი და ემოციური პოსტი ....თუმცა ყველაზე მეტად ვერ ვიტან შემოძახილებს. ღმერთმანი ვაკრიტიკოთ ერთმანეთიას ხედვა,მაგრამ არ დავეცეთ რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განახლებული ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას და აგუგუნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

ის რაც ადრე მიზანშეწონილი იყო...ანაქრონიზმად იქცევახოლმე.ეს არაა შემოძახილი ...ესაა სურვილი მივუბრუნდეთ რაციონალურ პოლიტიკას

გაიხარე. კარგი პოსტია

რაც მაშინ მოხდა ის ჩვენი ეროვნული ტრაგედიაა და ნუ ვეცდებით ძველი იარების გახსნას.

ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ იგივე აღარ განმეორდეს

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უბრალოდ აღარ მესმის "ეროვნულის"..... საწინააღმდეგოდ განწყობილი კი მხოლოდ რუსის ტანკისადმი ვარ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც ძალიან კარგად მახსოვს.

ამის წინ ერთ გადაცემაში კითხეს ახლა რას აკეთებ, რით ხართ დაკავებულიო, და სტატიებს და ლექსებს ვწერ, ამის მეტს რას აკეთებდა

ილია ჭავჭავაძეო :D

არ აკლია მაგას?

სხვათა შორის ირაკლი წერეთელმა ისეთ დროს დაიწყო დისიდენტური მოღვაწეობა და ისეთ დროს გახდა რადიკალი დისიდენტი რომ მაგ დროს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის ხსენებას ბევრი ოჯახშიც ვერ ბედავდა და ამის გამო როგორც მოუნანიებელი დისიდენტი ( შეთავაზების მიუხედავად არ მოინანია ანტისაბჭოთა მოღვაწეობა ) აყურყუტეს კიდეც ოთხი წელი რუსეთის საპყრობილეებში ( 1983 - 1987 წლებში ). მოდი ჯერ იმის ნახევარი გავაკეთოთ საქართველოსთვის რაც მას გაუკეთებია და მერე მოვიხსენიოთ ცინიზმით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მასე ლენინმაც ისეთ დროს დაიწყო რევოლუციაზე ფიქრი რომ მეფე სარზე სვამდა ხალხს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

სხვათა შორის ირაკლი წერეთელმა ისეთ დროს დაიწყო დისიდენტური მოღვაწეობა და ისეთ დროს გახდა რადიკალი დისიდენტი რომ მაგ დროს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის ხსენებას ბევრი ოჯახშიც ვერ ბედავდა და ამის გამო როგორც მოუნანიებელი დისიდენტი ( შეთავაზების მიუხედავად არ მოინანია ანტისაბჭოთა მოღვაწეობა ) აყურყუტეს კიდეც ოთხი წელი რუსეთის საპყრობილეებში ( 1983 - 1987 წლებში ). მოდი ჯერ იმის ნახევარი გავაკეთოთ საქართველოსთვის რაც მას გაუკეთებია და მერე მოვიხსენიოთ ცინიზმით

დღევანდელი გადმოსახედიდან მაგ დისიდენტებმა ჩემს თვალში კაი ხანია ფასი დაკარგეს, ადრე რა თქმა უნდა ასე არ ვფიქრობდი,

საერთოდ რადიკალიზმი არის ჩემი აზრით სირეგვნე, რაც კარგად დავინახეთ უახლოესი ისტორიის მანძლზე,

ძალიან ახალგაზრდა იქნებით და თქვენც იმიტომ მოგწონთ წარსულში ეგ მოფახიფუხე უსაქმურები, მარტო ლაპარაკი იცოდნენ ორ ბატს არ ჩააბარებს მაგათ კაცი, არათუ მთელს ქვეყანას.

სიდინჯე და ასჯერ გაზომვა უხდება პოლიტიკას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...