planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia2-150x150.jpgპარლამენტში პრესის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით ,,საქართველოს პრესის ასოციაციის” მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პროექტი ლევან ვეფხვაძემ წარადგინა და კანონპოექტის საერთაშორისო დღეს ინიცირებას სიმბოლური უწოდა. ვეფხვაძის შეფასებით, მედიისადმი მილოცვებს, სჯობს ხელისუფლებამ საქართველოში პრესის თავისუფლებითვის რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ,,პრესის ასოციაციის” წინადადებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება ,,პრესის ასოციაციის” საკანონმდებლო წინადადებას, იგი ოთხი კანონპროექტისგან შედგება; ამათგან ძირითადია ახალი კანონპროექტი ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ”, ხოლო დანარჩენი გულისხმობს ცვლილებებს ~ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ ორგანულ კანონში, ~საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ~ კანონში და ~საქართველოს საგადასახადო კოდექსში~. ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ” კანონის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად ბეჭდვითი პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისგან. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში~ ცვლილებები ეხება საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენებას. კანონპროექტის ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ჯიხურებიდან ან ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან, სადაც გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვისას სავალდებულო არ იყოს საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენება და ასეთი ნორმა, რომელიც ამჟამად დროებითია – იქცეს მუდმივად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პრესის ასოციაციამ პრესის დისტრიბუციის პროცესის დარეგულირებისა და ბაზარზე მონოპოლიის შექმნის საფრთხიდან გამომდინარე შეიმუშავა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts