planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili11-150x150.jpg საარჩევნო სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვის გადადება მმართველმა გუნდმა ,,ალიანსს საქართველოსთვის’’ გადააბრალა.პროექტის ავტორმა ინიციატივის დადგენილი დროის ფარგლებში განხილვაზე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისგან უარი მიიღო, რის გამოც ცაგარეიშვილმა საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენა.ცაგარეიშვილი ბიუროს თხოვდა პროექტის კომიტეტების გვერდის ავლით, ხვალინდელ სესიაზე გატანას და დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით მიღება მომხდარიყო.ოპოზიციონერ დეპუტატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოადგილე ლაშა თორდია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო ტიპის დანაშაულებზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ალიანსის შემადგენლობაში არაერთგვაროვანი პოზიცია არსებობს და მისი ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სანქციების არათუ გაზრდის, არამედ შემცირების შესახებ საუბრობს.,,საკითხთან დაკავშირებით გია ცაგარეშვილს სხვა, ხოლო იგივე ალიანსის ბლოკში შემავალ ერთ-ერთი პარტიის ლიდერს სულ სხვა დამოკიდებულება გააჩნია. სჯობს, საკითხზე – უნდა შემცირდეს, თუ პირიქით, უნდა გაიზარდოს სანქციები, გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ, ცივ გონებაზე მივიღოთ’’, – განაცხადა თორდიამ.თორდიას თქმით, პროექტი ვერ იქნება განხილული NDI-ის ფორმატში მოქმედი ჯგუფის ფარგლებში აღებული ვალდებულებითაც, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსით უნდა იყოს მიღებული.პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ არგუმენტად დასახელებული ალიანსს შიგნით არსებული აზრთასხვადასხვაობა არ გაიზიარა, თუმცა ბაქრაძემ აქცენტი NDI-ის ფორმატში აღებულ შეთანხმებებზე გააკეთა და ცაგარეიშვილს ურჩია თუკი იგი შედეგზე ორიენტირებული იყო პროექტის განხილვას ივნისში დათანხმებულიყო.ბიუროზე ცაგარეიშვილი და უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, რომ განხილვა ივნისში დაიწყება და წინადადება ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში არ ჩაჯდება.შეგახსენებთ, რომ ცაგარეიშვილის წინადადების თანახმად, ცვლილება ,,სისხლის სამართლის კოდექსში~ შედის, რომელიც საარჩევნო ტიპის დანაშაულებზე არსებული სანქციების გამკაცრებასა და ასეთ დანაშაულთან მიმართებაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, საანქციები ყველა ტიპის საარჩევნო დანაშაულზე იზრდება.რაც შეხება ხანდაზმულობის ვადას, მოქმედი კანონმდებლბით, საარჩევნო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, თუ დანაშაულიდან 2 წელია გასული, ცაგარეიშვილი კი ამ ვადის 15 წლამდე გაზრდას ითხოვს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts