planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/TSU-150x150.jpgქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებულ ვორქშოფს უმასპინძლებს. შეხვედრაზე გერმანელ პროფესორ ჰანს შტროერს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ვორქშოფს გერმანიის იულიხის კვლევათა ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრებიან.ქართულ–გერმანული სკოლა–სემინარი 3 მაისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიხსნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. სემინარში გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს. მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი მომავალში ერთობლივი პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების მივლინება გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრში, განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები. ადრონული ფიზიკის საკითხებისადმი მიძღვნილი მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი თბილისში 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts