Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - CENN : ლაგოდეხის ორი სოფელი საფრთხის წინაშეა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/8743-CENN_Logo-150x150.jpg

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გიორგეთი და რაჭისუბანი მიწის დეგრადაციამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს.

 

 

მათი განცხადებით, მდინარეებს სოფლის სავარგულები მიაქვს, ნაპირდაცვითი სამუშაოებისთვის კი თანხა ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის.

 

 

„სოფელ გიორგეთს, სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს, მდინარე კაბალი მიტაცებით ემუქრება. მოსახლეობის თქმით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 80% დატბორილია და ქვიშითა და რიყის ქვით არის სავსე. ადგილობრივები შიშობენ, რომ 2-3 წლის შემდეგ, დასამუშავებელი მიწა და საძოვარი, უბრალოდ, აღარ დარჩება. ბევრი ნაკვეთი უვარგისობის გამო მიტოვებულია. ზოგ ადგილას მდინარე კაბალი სოფელს 100 მ-ით უახლოვდება, რაც ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

 

მათივე ცნობით, ანალოგიური პრობლემაა სოფელ რაჭისუბანში. აქ სულ 37 კომლი ცხოვრობს. მდინარე სალესავის წყლის სეზონური ადიდება სოფელს დიდ საფრთხეს უქმნის. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა სალესავის წყალზე გაბიონის მოწყობით უნდა მოგვარდეს.

 

 

„აღსანიშნავია, რომ სალესავის წყლის ის მონაკვეთი, სადაც გაბიონი უნდა აშენდეს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შიგნით მდებარეობს. სოფლის მკვიდრნი შიშობენ, რომ ისედაც მცირემიწიანი სოფელი შეიძლება საერთოდ მიწის გარეშე დარჩეს”.

 

 

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ლოლაძე აცხადებს, სამუშაოები იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები არაფერს ჰყოფნის.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...