Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: მოსახლეობა სოფიო ხორგუანისგან დახმარებას ელის


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ ბლოკიდან თბილისის საკრებულოში კრწანისის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. 2 მაისს იგი ყოფილ სასტუმრო „კავკასიაში“ განთავსებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

 

 

ვეზიროვის ქ. #6-ში მდებარე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 461 ადამიანი 18 წელია ცხოვრობს. მართალია, ფართები საკუთრებაში გადაეცათ, მაგრამ შენობის ჰოლის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებენ.

 

 

 

 

შენობაში საერთოდ არ არის გაზგაყვანილობა. დევნილები, გათბობის მიზნითაც ელექტროენერგიას იყენებენ, ამიტომ 100კვ-იანი შეღავათი მათთვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება დასაქმებას, როგორც მთელ ქვეყანაში, აქაც აწუხებთ ეს პრობლემა.

 

 

 

ყოფილ სასტუმროში ცხოვრობს მარტოხელა, 78 წლის სოხუმიდან დევნილი მარიამ მაისურაძე, რომელსაც პენსია და შემწეობის თანხა საკვების და წამლისთვისაც არ ჰყოფნის. მოხუცს ოთახში წყალი ჩამოდის და პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

 

 

 

ყოფილ სასტუმროში ცხოვრებს ასევე თენგიზ ქარდავა, რომელიც დევნილის მოწმობით გურჯაანის 22-შია დარეგისტრირებული. მან არაერთგზის მიმართა დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ გადამისამართების პროგრამა დროებით შეწყვეტილია. ქარდავას, ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გამო, საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია.

 

 

 

 

გორგასლის 32-34 ნომრებში, ე. წ. იტალიურ ეზოებში მისასვლელი გზები მოუწყობელი და დაზიანებულია, აყრილია ასფალტი, ეზოებში წყლის გუბეები დგას და ატალახებულია. მოსახლეობამ რამდენჯერმე თხოვნით მიმართა ქალაქის მერიას და ადგილობრივ გამგეობას, თუმცა უშედეგოდ.

 

 

 

დევნილები ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივიან და დახმარებას სოფიო ხორგუანისგან ელიან.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...