Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: 3 მაისი – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე


Recommended Posts

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს გამოაცხადა. ამით გაერომ ხაზი გაუსვა პრესის თავისუფლების მნიშვნელობას და შეახსენა მთავრობებს მათი ვალდებულება – პატივი სცენ და დაიცვან აზრის გამოთქმის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის შესაბამისად.

 

 

იუნესკო ამ დღეს გილერმო კანოს პრემიის მინიჭებით აღნიშნავს. პრემია გადაეცემა კერძო პირს, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც თვალსაჩინო წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის საქმეში; განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საფრთხეს უკავშირდება. გამრჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც პრესის პროფესიონალებისაგან შედგება. ჟიურის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციები და წევრი-ქვეყნები ამტკიცებენ.

 

 

 

პრემიას სახელი ეწოდა კოლუმბიელი ჟურნალისტის გილერმო კანოს საპატივცემულოდ. იგი ნარკბარონის მიერ დაქირავებულმა ქილერებმა 1986 წელს ბოგოტაში, რედაქციის წინ, მოკლეს.

 

 

 

გარდა ამისა, იუნესკო 3 მაისს სხვადასხვა კონფრენციებს მართავს, სადაც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებენ, განიხილება პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. კონფრენციაზე ისეთ საკითხებზე მახვილდება ყურადღება, როგორიცაა მედიის როლი პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში, ტერორიზმის გაშუქება მედიაში და სხვა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...