planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს კომისრის თომას ჰამერბერგის ვიზიტს საგარეო უწყება ნაწილობრივ წარმატებულად აფასებს. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze121-150x150.jpg განაცახდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 13 მოქალაქიდან 3 უკვე განთავისუფლებულია, ამით ჰამერბერგის მისია ამოწურული არ არის და დაკავებული 10 მოქალაქის განთავისუფლკებაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. “თომას ჰამერბერგის ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ის, რომ შესულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაკავებულ 13 მოქალაქესთნ დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებიან. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხშირია ოკუპრებულ ტერიტორიებზე ასეთი უკანონო დაკავების ფაქტები. ჩვენ კი სხვა შესაძლებლობა არ გვაქ მათთან დაკავშირების, თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა. ამ ეტაპზე მისი ვიზიტი ნაწილობრივ წარმატებით დასრულდა თუ გავითვალისიწინებთ იმას რომ, დაკავებული 13 მოქალაქიდან სამის განთავისუფლება მოხერხდა. ეს არის დადებითი ნაწილი თუმცა, მისი მისია ამოწურული არ არის და ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მოშაობას დაკავებული 10 მოქალაქის განთავისუფლებაზე”,- განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება. “ქართული დიპლომატიის დადებითი შედეგია ის რომ, ხორციელდება საერთაშორისო დიპლომატიის ჩართულობა. ამ ეტაპზე ქართულ დიპლომატიას ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ფუნქცია არ გააჩნია. მთავარი მიზანია საერთაშორისო თანამეგრობრობის სრულფასოვანი ინფორმირება მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმას რომ, მოხერხდეს მათი მუდმივი წარმომადგენლობის ოკუპირებულ ტერიორიებზე შეღწევა და მათი ზედამხედვლობის და მონიტორინგის დაწესება”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts