planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze-nino11-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოში ჩამოვიდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია მისიის წარმომადგენლები თავის საქმიანობას არჩევნებამდე ახორციელებდნენ. “სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ჯგუფი არის გამოგზავნილი საქართველოში, 2 მაისს ჩამოვიდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სადამკვირვებლო მისია, რომელიც წინასწარ მოსამზადებლ სამუშაოებს განახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ მისიის ყველა წარმომადგენელი არჩევნებამდე სადამკვირვებლო სამქინობაა ახორციელებდეს, ხვდებოდეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და სრული ინფორმაცია ჰქონდეთ”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts