planetanews Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/234-150x150.jpgპრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სპეციალური ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნაზი ჯანეზაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ ჯურნალისტებს გააცნეს 2009 წელს საქართველოში მედიის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნები და შეფასებები. მათ ასევე ჟურნალისტთა უფლებების დარღვევისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. “საქართველოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის უზენაესი კანონით _ კონსტიტუციითა და სხვა სამართებლივი აქტებით არის დაცული, თუმცა 2003 წლის შემდეგ საქართველოში პრესის თავისუფლებას საფრთხე შეექმნა” – განაცხადა ნაზი ჯანეიშვილმა. მისივე თქმით “საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ახალი ანგარიშით საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის ხარისხი თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესდა. არასამტავრობო ორგანიზაცია “42 მუხლის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, “საქართველოს მთავარი პროკურორიდან გამოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ჟურნალისტთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის რამდენ საქმეზეა დაწყებული გამოძიება 2004 წლიდან დღემდე. პსუხად პროკიურატურამ განაცხადა, რომ ამის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებს, თუმცა ვალდებულება ეკისრება.” ორგანიზაცია “კინსტიტუციის 42 მუხლი” კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ტავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს და მოუწოდებს თავი შეიკავოს ჯურნალისტების საქმიანობაში ჩარევისაგან” ნათქვამი იყო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” მოხსენებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts