dariala Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 უკვე 15 წელზე მეტია ცალცალკე ვცხოვრობთ ქართველები, აფხაზები და ოსები, ერთმანეთს ბევრჯერ ვგლიჯეთ ხორცი და ვწოვეთ სისხლი (მომიტევეთ თუ ძალიან უხეში შედარებაა). მე მგონია, რომ კიდეც რომ შემოვიერთოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები მათ მოსახლეობასთან შერწყმა და ძველებურად ცხოვრება მაინც გაგვიჭირდება. ერთმანეთს იმდენი რამ დავუშავეთ, რომ არა მგონია შესაძლებელი იყოს მათთან ერთად ცხოვრება. სანამ ის და ჩვენი თაობა არ წავა ყოველ შემთხვევაში. მერე კი ვინ იცის... ისე მე კარგად მახსოვს, რომ აქ, თბილისში ზოგი ოსი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეროვნების გამო. მე თავად ვარ ოსურ-ქართული ოჯახიდან და ჩემმა მშობლებმა სწორედ ამ პრობლემის გამო დაანგრიეს ოჯახი. ისედაც სულ მესმოდა - აჰ - შენ ოსი ხარ? არადა მხოლოდ ჩემი პაპის-პაპა იყო სუფთა ოსი. თუმცა მე არც იმაზე მექნება პრობლემა წმინდა სისხლის ოსიც რომ ვიყო. არ მეთაკილება არანაირი ეროვნება, რადგან მიმაჩNია, რომ ეროვნება არ განსაზღვრავს ადამიანის ღირსეულობას. მოკლედ, ისევ გადავუხვიე თემიდან ხო, ისა, რას ვამბობდი? ხოო, როგორ ფიქრობთ ჩვენი ერთად ცხოვრება ისევ შესაძლებელია ოსებთან და აფხაზებთან ერთად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 მიწა ჩვენია, აი დარდი ხიდი თუ ჩატეხილია. დრო მოვა თავისით გადეგებ ახალ ხიდს, თუ არა და სხვა მიწები ეძებონ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 მათ გაგვცვალეს რუსებში მათ არჩიეს რუსებთან ერთად ცხოვრება ყველაფერი დამრთავდა თამაზ ნადარეიშვილი ამბობდა ომით წართმეულს ომით დაიბრუნებ გახსოვთ ალბათ პრეზიდენტის შეთავაზება აფხაზებს ვიცეპრეზიდენტობაზე პარლამენტში გადაწყვეტილებების დაბლოკვაზე და უამრავი საინტერესო ღირსეული თანასწორუფლებიანი შეთავაზება მიიღეს თქვეს უარი ხოდა ეხლა იყვნენ და მდიდარი რუსები თავისი საყვარლებით რომ ჩავლენ აფხაზეთის სატუმროებში ორგიებს მოაწყობენ მერე ის სასტუმროები ალაგონ აფხაზებმა და მათი ნაღებინები წმინდონ ეგ არის ბოლო რომელიც თვითონ აირჩიეს ოსები და აფხაზები ან გამოერკვევიან და მონურ ცხოვრებას რუსებთან არჩევენ ჩვენთან ცხოვრებას ან დაველოდებით რუსეთის დასუსტებას და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ ძალით ისტორიისთვის 15-წელი ერთი დღეა შეიძლება 1-საათი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 dariala მე მგონი, ოსებთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია, აფხაზებთან - არა. ამას ჩემი პირადი ურთიერთობების გამოცდილებიდან ვასკვნი. თუ აფხაზებთან მიმართებაში ვცდები და ვინმე ამას დამიმტკიცებს, მადლიერი დავრჩები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 dariala უკვე 15 წელზე მეტია ცალცალკე ვცხოვრობთ ქართველები, აფხაზები და ოსები, ერთმანეთს ბევრჯერ ვგლიჯეთ ხორცი და ვწოვეთ სისხლი (მომიტევეთ თუ ძალიან უხეში შედარებაა). მე მგონია, რომ კიდეც რომ შემოვიერთოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები მათ მოსახლეობასთან შერწყმა და ძველებურად ცხოვრება მაინც გაგვიჭირდება. ერთმანეთს იმდენი რამ დავუშავეთ, რომ არა მგონია შესაძლებელი იყოს მათთან ერთად ცხოვრება. სანამ ის და ჩვენი თაობა არ წავა ყოველ შემთხვევაში. მერე კი ვინ იცის...ხიდი ნამდვილად არის ჩატეხილი მაგრამ თუ ქართული (ამ შემთხვევაში ეთნიკური უმრავლესობა) საზოგადოება მოვა აზრზე და დატვინავს საკუთარ შეცდომებს, არც იმ ხიდის აღდგენა იქნება შეუძლებელი. ქართული საზოგადოების მაგალითს ოსური და აფხაზური საზოგადოების მხრიდან ანალოგიური გამოღვიძება მოყვება და საბოლოო ჯამში და აქტიური მუშაობის პირობებში 10-15 წელიწადში ისევ ერთი სახელმწიფოს - კონფედერაციული სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ შეიძლება იცხოვროთ.ისე მე კარგად მახსოვს, რომ აქ, თბილისში ზოგი ოსი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეროვნების გამო. მე თავად ვარ ოსურ-ქართული ოჯახიდან და ჩემმა მშობლებმა სწორედ ამ პრობლემის გამო დაანგრიეს ოჯახი. ისედაც სულ მესმოდა - აჰ - შენ ოსი ხარ? არადა მხოლოდ ჩემი პაპის-პაპა იყო სუფთა ოსი. თუმცა მე არც იმაზე მექნება პრობლემა წმინდა სისხლის ოსიც რომ ვიყო. არ მეთაკილება არანაირი ეროვნება, რადგან მიმაჩNია, რომ ეროვნება არ განსაზღვრავს ადამიანის ღირსეულობას. მოკლედ, ისევ გადავუხვიე თემიდან ხო, ისა, რას ვამბობდი? ხოო, როგორ ფიქრობთ ჩვენი ერთად ცხოვრება ისევ შესაძლებელია ოსებთან და აფხაზებთან ერთად?მასე ბატონო მეც შერეული ოჯახიდან ვარ.. რაც ვიცი ქართული, ოსური და ებრალური სისხი დუღს პონტში ამ ძარღვებში, ჩემი მეუღლეც შერეული ოჯახიდან არის და ჩემი შვილი ხომ არის და არის "კოსმოპოლიტი" სისხლის მატარებელი : )) მის ძარღვებიშიც ქართული ოსური, ებრაული, ფრანგული, ინგლისური, ნორვეგიული და ესპანური სისხლი ჩქეფს ჩემი თავი შემოევლოს და მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თუმცა ხო.. მე მაპატიეთ .. საქართველო ხო სტროგა ქართველების არის და..... http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif ხტთფუ ბლიად .. რა ქვეყანა დაღუპეს ამ ფაშისტმა ნაგიჟრებმა.. კინოა რა ეს ცხოვრება.. http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 (edited) არ დაიჯერებს ზოგი და პატარაობისას რამეს რომ დავაშავებდი საკუთარ სახლშიც კი სულ მესმოდა - მეტს რას უნდა ველოდეთ შენგან, მამაილა ოსურაიდაო ჩემი გვარის გამო სულ პრობლემა მქონდა, ერთხელ პიანისტთა ფესტივალზე გამოვდიოდი და დედაჩემმა თქვა - შენი გვარი რომ გამოაცხადეს ვინც კი გარშემო იჯდა ყველამ თქვა - ოსი იქნებაო. რა აღსანიშნი ეს იყო? ვინმეს რომ გავიცნობდი და სახელსა და გვარს ვეტყოდი - პირველი შეკითხვა სტანდარტული იყო - ოსი ხარ? ახალ საზოგადოებაში თუ აღმოვჩნდებოდი იქაც ჯერ სტანდარტული კითხვით მომმართავდნენ და მერე წავიდოდა განხილვა იმისა, თU რა საზიზღრები არიან ოსები და როგორ ექცეოდნენ ქართველებს. ისე დამღალა ამ ყველაფერმა, რო როგორც კი დავოჯახდი მეუღლის გვარზე გადავედი და დავისვენე არადა ქასოშვილი ვარ გვარად. ჩემი გვარი ქსნის ხეობაში უძველესი დროიდან ცხოვრობს. XVI საუკუნის საეკლესიო სიებში მოხსენიებულია ქართველი ქასოშვილების რვაშვილიანი ოჯახი. ან არის ეს გვარი ოსური ან არა. ჩემთვის მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოსი ვიქნები, ქართველი თუ იეზიდი. ჩვეულებრივად მტკივა საქართველოს ყველა პრობლემა. ეხლა კიდევ რისი თქმა მინდა - სულ ვფიქრობ ხოლმე. რატომ იყო ასე დამუხტული გინდაც ოსეთში გინდაც აფხაზეთში სიტუაცია? მიეცა თუ არა ხალხს საბაბი ეგრევე შეხლა-შემოხლა დაიწყო რაც მერე სერიოზულ და ტრაგიკულ მოვლენებში გადაიზარდა. მე მომისმენია ერთI აფხაზისაგან, რომ ქართველები ყოველთვის ზემოდან გვიყურებდნენო. ბევრს გვარის გადაკეთება უხდებოდა, რომ სერიოზული თანამდებობისათვის მიეღწიაო. ეხლა დავისვენეთო. არ ვიცი ეს ასე იყო მართლა თU არა, მაგრამ იმ ადამიანმა ასე თქვა. ამიტომ გავახილოთ თVალები ქართველებმა - მოვიშორის ლექსიკონიდან სიტყვები - სოფლელი, ჩამოსული, ჩამოთრეული და ა.შ.ისე მე მიმაჩნია, რომ პირველმა ზვიად გამსახურდიამ დაიწყო რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისაა. ეს კი კომუნისტების წისქვილზე ასხამდა წყალს. ალბათ ყველამ იცით, ტროცკი სწერდა სტალინს, რომ საქართველოში ჩადებული იყო ეთნიკური ბომბები ოსეთისა, აჭარისა და აფხაზეთის სახით. და თU საქართველო დააპირებდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას ისინი ამ ბომბებს აამოქმედებდნენ. დედაჩემი ცოტა ხანს მუშაობდა სოფელ საქადაგიანოში ქართულის მასწავლებლად. როგორც იცით ეს სოფელი მთლიანად აზერბაიჯანელებითა და სვანებით არის დასახლებული. როცა ცნობილი მოვლენები დაიწყო ზვიად გამსახურდია შეხვდა იმ სკოლის ქართველ მასწავლებლებს და დაავალა, რომ აზერბაიჯანელი ბავშვებისათვის ნელნელა ჩაეგონებინათ, რომ ეს მათი სამშობლო არ იყო, რომ ისინი აქედან აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. თუ რამე პრობლემა გექნებათ დამიკავშირდით და აქედან ჩვენ გამოგიყვანთო. დედაჩემმა და სხვა მასწავლებლებმა დაიწყეს აგიტაცია და მერე ძლივს გამოასწრეს იქედან გაგიჟებულ მშობლებს. ეხლა მითხარით კარგია ეს? ხმამაღლა არავინ ამბობეს, მაგრამ ცოტათი წვლილი ბატონ პრეზიდენტსაც (ზვიადს) მიუძღვის ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვაში. არ ვიცი, ეს ჩემი აზრია და იმედია არ ჩამქოლავთ Edited May 2, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 (edited) ქართველებსა და ოსებს/აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილია?, როგორ ფიქრობთ? საიდან ესეთი დასკვნები? ჩატეხილი კი არა და საერთოდ არ არსებობს ხიდი. Edited May 2, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 dariala მართალს უბნობ ფორუმელო .. პრინციპში მართალს უბნობ .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 dariala მე მგონი, ოსებთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია, აფხაზებთან - არა. ამას ჩემი პირადი ურთიერთობების გამოცდილებიდან ვასკვნი. თუ აფხაზებთან მიმართებაში ვცდები და ვინმე ამას დამიმტკიცებს, მადლიერი დავრჩები.ისეთი დრო მოდის, რომ აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 (edited) აფხაზები ისეთივე ქართველები არიან როგორც ქართლელები, მეგრელები, აჭარლები, გურულები, ფშავლები, კახელები, მესხები ან იმერლები. ნუ ახსენებთ აფხაზებს ოსების გვერდით ოსები კავკასიელებიც არ არიან. Edited May 2, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აფხაზები ისეთივე ქართველები არიან როგორც ქართლელები, მეგრელები, აჭარლები, გურულები, ფშავლები, კახელები, მესხები ან იმერლები. ნუ ახსენებთ აფხაზებს ოსების გვერდით ოსები კავკასიელებიც არ არიან.ოსებს უფრო აქვთ კავკსიური ზნე ჩვევები ვიდრე ბევრ ქართველს თუ ვაიქართველს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ოსები დიდი კულტურის მატარებელი ერია და ის რომ ისინი კავკასიელები არ არიან არ ნიშნავს იმას რომ ისინი რაიმით მცირდებოდნენ. არ არიან მკვიდრი კავკასიელები და რა ვუყოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 shamili მკვიდრები არ არიან, რადგამ მომთაბარეობდნენ, მაგრამ მაინც კავკასიელები არიან.დღევანდელი აფხაზები კი არ არიან ქართველები. აფხაზეთი ზოგადად დასავლეთ საქართველოსარ ერქვა? ძველი ქართველი აფხაზებიდან ძალიან ცოტა რაოდენობაა დარჩენილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 (edited) shamili მკვიდრები არ არიან, რადგამ მომთაბარეობდნენ, მაგრამ მაინც კავკასიელები არიან.დღევანდელი აფხაზები კი არ არიან ქართველები. აფხაზეთი ზოგადად დასავლეთ საქართველოსარ ერქვა? ძველი ქართველი აფხაზებიდან ძალიან ცოტა რაოდენობაა დარჩენილიაქ არის ნაწილობრივი სიმართლე რის გამოც მოკლედ ძალიან ვიბნნევით,დიახაც მთელს დასავლეთ საქართVელოს აფხაზეთი ერქვა, მაგრამ იმიტომ რომ აფხაზებმა, ახლანდელი აფსუების წინაპრებმა გაააერთიანეს დას. საქართველო,მაგრამ მაშინდელი აფხაზები თავს არ აღიქვავდნენ ქართველების მტრად,ცოტა უცნაურია ხო?მოხდა მაშინდელი აფსუების სწრაფვა ქართული კულტურისკენ და მათი ნებაყოფლობითი ქართიზაცია მაგრამ მე-15 საუკუნის შემდეგ, მას შემდეგ რაც დაქუცმაცდა საქართველო აფხაზები იწყებენ დაშორებას ქართული ეთნოსისგან და იწყებენ სწრაფვას ჩღდილო კავკაიისკენ,ანუ მოხდა აფხაზებს განქართველება და კულტურული მოწვეტათუმცა აფხაზური არისტოკრატია თავს ქართული სამყაროს ნაწილად აღიქვავდა Edited May 2, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 shamili ოსები კავკასიელებიც არ არიან.სხვა პლანეტიდან არიან ვითომ? არადა არიულ რასაზე დაციკლული მესამე რაიხის ბელადები თავისიანებად თვლიდნენ მაგენს ხომა? ეტყობა არ იცოდნენ გიმლერის ახლობლებმა, ქართველობა ადამიანებად რომ არ თვლიდა ოსებს თორემ თავს როგორ გაუყადრებდნენ ვინმე სკვითების, სარმატებისა და ალანების შთამომავლებს http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif ახუიეწ ...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.