Jump to content
Planeta.Ge

ევროპული უსაფრთხოების დონე ნულოვან ნიშნულზეა


Recommended Posts

[პერტი იონიემი, სერგეი პროზოროვი. Open democrasy. foreignpress.ge]

საქართველოს ომმა ევროპული უსაფრთხოების სისტემის ხარვეზები გამოააშკარავა, რაც რადიკალურ გარდაქმნას მოითხოვს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ ევროპას ერთიანი უსაფრთხოების სისტემა არ გააჩნია. მოქმედმა სისტემამ არამხოლოდ ვერ შესძლო ამ ომის თავიდან აცილება, არამედ შუამავლობასაც ძალიან ცუდად გაართვა თავი. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აღმოჩნდა რომ იმ პრინციპების საერთო აღქმაც კი არ არსებობს, რომლებსაც ევროპის უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს.

 

თუკი კოსოვოს შემთხვევაში რუსეთი გამალებული აპროტესტებდა ჰუმანიტარული ჩარევის ლიბერალურ ლოგიკას და ფუძემდებლურ პრინციპად სუვერენიტეტს იმოწმებდა, საკუთარ ომს საქართველოში (ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ) ჰუმანიტარული მოსაზრებებით ამართლებდა. მისგან განსხვავებით, დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ კოსოვოს შემთხვევაში ინტერვენციას მხარი დაუჭირა, მაგრამ რუსეთის ინტერვენცია საქართველოს სუვერენიტეტის სასტიკ შელახვად შეაფასა. ასეთი ქაოსი ერთმანეთთან შეუთავსებელ ამ ორ ფუძემდებლურ პრინციპს შორის, ეუთო-ს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მიერ შექმნილი ევროპული უსაფრთხოების სისტემის სისუსტის და ხარვეზების მაჩვენებელია.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა არამხოლოდ გამოააშკარავა ის რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებზე არ არსებობს ერთსულოვნება, არამედ მეორეს მხრივ ამ საფუძვლების ნგრევას შეუწყო ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა 1991 წლის ბელოვეჟის შეთანხმებებით დადგენილი პოსტ-საბჭოთა ტერიტორიული წესრიგის მთლიანობა დაარღვია. 1991 წლის შემდეგ რუსეთმა პირველად დაარღვია ის პირობა, რომ სსრკ-ს შიდა ადმინისტრაციული საზღვრები ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრებია.

 

ასეთი ტერიტორიული წესრიგის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა წევრის მიერ, ამ ორგანიზაციის პირველი და ბოლო მიღწევა გახდა. რუსეთმა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა იმით, რომ უპირტესობა საბჭოთა კავშირის დაყოფის ყველაზე ფორმალურ და უშინაარსო პრინციპს მიანიჭეს, თავიდან აიცილეს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დეზინტეგრაციის იუგოსლავიური სცენარი, თუმცა იუგოსლავიური ტრაგედიის გამეორება პოსტ-საბჭოთა სივრცეზე შეუძლებელი გახდა სწორედ იმ პრინციპის გამო, რომელმაც სეპარატიზმის წინააღმდეგ სამხედრო რეპრესიები შესაძლებლად მიიჩნია (ორი ჩეჩნური ომით დაწყებული - სამხრეთ-ოსეთით და აფხაზეთით დასრულებული). აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის პრეტენზია, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ის მასტაბილიზებელ როლს თამაშობს, რასაც მოსკოვი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუდმივად აცხადებდა, კრიტიკას ვეღარ უძლებს, ხოლო მის დსთ-ელ მეზობლებთან ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა.

 

ბოლოდროინდელი მოვლენები იმას ადასტურებს, რომ დეტალური დისკუსია ევროპული უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებზე აუცილებელია. ეს სისტემა ძველებურად რიგითი სახელმწიფოთაშორისი ომების პრევენციისკენაა მიმართული, თუ ევროპული სახელმწიფოები საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც ნორმატიული და ჰუმანიტარული „სიკეთის ძალები“ ისე მოქმედებენ? სჭირდება კი სინამდვილეში ევროპას ერთიანი ლოგიკა, რომელიც მის ერთიან უსაფრთხოებას უდევს საფუძვლად, თუ მისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღების განსაკუთრებული სისტემაა მისაღები? როგორც სჩანს კოსოვოც და აგვისტოს ომიც იმას ადასტურებს, რომ აღნიშნული პრობლემისადმი უფრო თანმიმდევრული მიდგომაა აუცილებელი.

 

რუსეთი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ ეუთო-ს წესების საფუძველზე არსებული ევროპული უსაფრთხოების სისტემა უკვე დიდი ხანია რაც ცუდად მუშაობს. 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტი მედვედევი ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულების მომზადების ინიციატივით გამოვიდა. ეს წინადადება საკმაოდ სწორ მოსაზრებას ეფუძნება, რომ მოქმედ სისტემას დეტალური გადახედვა ესაჭიროება. რუსეთის აზრით, არსებობს მოთხოვნა უფრო პასუხისმგებელ სისტემაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებთან უფრო მჭიდრო კავშირზე იქნება დაფუძნებული. რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ სამართლებრივი მექანიზმები წინასწარი გაფრთხილებისა და კონფლიქტების პრევენციის სისტემით უნდა განმტკიცდეს.

 

და მაინც, მედვედევის ხელშეკრულების პროექტში ინოვაციური მოსაზრებების ნაკლებობაა. რუსეთი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შესაბამისად მოქმედებდა, საკუთარ თავს კლასიკური სისტემის მეხოტბედ წარმოაჩენს, იმ სისტემისა რომელიც სუვერენიტეტს ეფუძნება და სახელმწიფოთაშორისი ომების პრევენციისკენაა მიმართული. იმის არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსეთი მზადაა მიესალმოს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ახალ კრიტიკურ აზროვნებას. ის დებატები, რომელთა ინიცირებაც რუსეთს სურს, დასაწყისშივე შეზღუდულია პოზიციებით, რომლებიც „ცივი ომის“ ბოლოს შეთანხმდა და ეფუძნება უსაფრთხოების ძალიან ვიწრო გაგებას, რომელშიც ადამიანის უფლებების თემა გამოირიცხება. შესაბამისად, ეს იქნება არა წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ჰელსინკის საბოლოო აქტის (სისტემა „ჰელსინკი მინუს“) ადრე შეთანხმებული პრინციპებისგან უკან დახევა. მეტიც, მართალია ეს წინადადება თავისი შინაარსით საკმაოდ მოკრძალებულია, მაგრამ ის თუ რა დრო შეირჩა ამ თემის გააქტიურებისთვის ან ზედმეტ სიმამაცეზე მიუთითებს, ან იმაზე რომ რუსეთი სერიოზულად ცდება. ის ფაქტი რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი იმაზე მიუთითებს, რომ ის ფლობს იმ ავტორიტეტს, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დღის წესრგიში სუვერენიტეტის პრინციპზე დაფუძნებული წინადადების შესატანად აუცილებელია.

 

და მაინც, შეცდომა იქნებოდა მედვედევის წინადადების იგნორირება და ამ წინადადებისთვის ურცხვი უტაქტობის დარქმევა, მიუხედავად იმისა რომ სწორედ ასეთ ფაქტს აქვს დღეს ადგილი. შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მასში მხოლოდ მოწოდებაა პერსპექტიული ალტერნატივების ძიებისკენ. საინტერესო შესაძლებლობას ქმნის ის ფაქტი, რომ ლისაბონის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი დღეს ევროპული დიპლომატიის სფეროში ერთიანი იურიდიული პირია. იმის ნაცვლად, რომ ეუთო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს და უკვე მოქმედ პროცესებში ახალი სახით ჩაერთოს, ევროკავშირმა რაღაც აბსოლუტურად ახალი რამ უნდა გააკეთოს, რადგან ბლოკი უსაფრთხოების სფეროში საკუთარ თავს „ნორმატიული სახელმწიფოს“ სახით განიხილავს, რაც „სიკეთის ძალის“ ექვივალენტია, მან ამგვარი აზროვნება საერთო ევროპულ კონტექსტში უნდა გამოიყენოს.

 

სხვა ფაქტორებთან ერთად კი ეს იმას ნიშავს, რომ ევროკავშირმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან, როგორიც „ჰელსინკი პლიუსია“, რომელიც უკვე შემდგარი ლოგიკის საფუძველზე ისე ჟღერს, როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გაუმჯობესება. ამის ნაცვლად მან „ჰელსინკი ნულზე“ უნდა დაიწყოს საუბარი და იმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ აუცილებელია დღევანდელი ძალიან მოუქნელი ევროპული უსაფრთხოების არსსა და საორგანიზაციო სქემაში ყველაფრის ნულიდან დაწყება.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=10614

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სამაგიეროდ შეშფოთება იციან მაგარი და ესაა აქვთ 100-იან ნიშნულზე!

 

ისე სანამ უნდა იყვნენ რუსეთის მიერ შეშინებულები ვერ გავიგე.........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

ისე სანამ უნდა იყვნენ რუსეთის მიერ შეშინებულები ვერ გავიგე.........

და საიდან დასკვნა რომ შეშინებულეწბი არიან? უფრო ზედმეტად თავდაჯერებულები, რომ რუსეთი ფეხებსაც ვერ მოჭამს....

 

ხო უკრაინა და საქართველო უფრო ბუფერად განიხილება ვიდრე ევროპის ნაწილად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...