Jump to content
Planeta.Ge

ჩემი ბოლო თემა ( თემა და არა პოსტი) planeta. ru-ზე


Recommended Posts

თხუთმეტი წლის წინ მექსიკაში ვიყავი გრძელვადიან მი

ვლინებით. მოკლედ გეტყვით: მასპინძელი გადამეკიდა უსინათლოთა სოფელი იოლისკში ( სადაც დიდი და პატარა ყველა უსინათლოა) უნდა წაგიყვანოო. აღარ მომეშვა და მეტი რა ჩარა იყო, გავყევი. ერთი დღე მატარებლით ვიმგზავრეთ, მერე მანქანით , მაგრამ ბოლოს მთის ბილიკებზე მანქანამაც ვეღარ გაქაჩა და ბოლო ოცდათხუთმეტი კილომეტრი ფეხით ვიარეთ ( ეეჰ, რა ფორმაში ვიყავი :) ) . რაც მე იქ ვნახე მტერს და ავს. მასპინძელმა მითხრა, რომ ტრაგედიის მიზეზი ახლომახლო ჭაობების ბინადარი ბუზი ყოფილა. ყველაზე საინტერესო კი არის ის , რომ დროული სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ამ უბედურების აცილება შეიძლება, მაგრამ იოლოკსელებს ეს სენი "ღვთის ნებად" მიაჩნიათ და მკურნალობაზე უარს ამბობენ. მოკლედ, შეუსრულდება თუ არა ბავშვს 5-6 წელი, მას თვალებს უხვევენ ჯერ 5-10 წუთი, შემდეგ სულ უფრო და უფრო ხანგძლივად და როცა ბავშვი ბრმავდება, მას უკვე იმდენად აქვს სხვა გრძნობის ორგანოები, რომ დაბადებით უსინათლოსავით ადვილად ერკვევა გარემოში.

 

რამ გამახსენა ეს ისტორია ...ჰო, რამ გამახსენა და გუშინდელმა არასაპარლამენტო ოპოზიციის (რადიკალების) მორიგმა საპროტესტო აქციამ, სადაც "დიადი" , მაგრამ აშკარად ბრიყვი გრეჩიხა ივანე პოლიცმაისტერს კოშმარებით და ჯოჯოხეთით დაემუქრა. + planeta. ru-ს "დიადმა", მაგრამ ძალიან სუსტმა ადმინებმა, რომლებმაც რუსთმოყვარულებს ჩაუგდეს ხელში ფორუმი.

 

ივანე პოლიცმაისტერი და "დიადი"გრეჩიხა, "მოდერთმოდერები" არჩილი და ლაშა არ მაინტერესებს, მე იქ და ამ ფორუმზე შეკრებილი საზოგადოების არაადეკვატურობამ გამაოცა|მაოცებს . ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა|მრჩება, რომ ისინი|თქვენ (მხოლოდ რუსთმოყვარულები) მორიგი სისხლიანი ბატალიების მოლოდინში არიან|ხართ და ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებიან\დარჩებით თუ ყველაფერი ლაითად ჩაივლის . და ვაი უბედურო , ბრმა და ბრიყვო საქართველო , ნუთუ ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა? ეს სიტუაცია ხომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყის. მაშინაც ხომ რუსეთმა მოახდინა სისხლიანი დაპირისპირება.

რავი, ალბათ ამ სიბრმავემ გამახსენა უსინათლოთა სოფელი იოლისკში. კი ნამდვილად ასეა, რადგან ბევრს დაავიწყდა ის სიტუაცია, როდესაც ახლობელი ახლობელს ესროდა, ნათესავი-ნათესავს, მეზობელი-მეზობელს, მეგობარი-მეგობარს. მე ვიცნობდი ძმებს, რომლებიც ბარიკადის სხვადასხვა მხარეს იდგნენ და ერთმასნეთს ესროდნენ ტყვიებს .

 

მოკლედ, სამოქალაქო ომზე საშინელება არაფერი, საშინელებაა , როდესაც ქართველი ქართველს ესვრის.

 

ღმერთმა გვაშოროს ის, რისი გაკეთებაც დღევანდელი დღის ორჯონიკიძეებს და კიტოვანებს სურთ.

 

 

პ.ს. ბატონო რუსთმოყვარულებო დაეწყეთ, ჩადექით მწყობრში, სწორება კრემლისკენ, მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა დაუშვებელია, მეტიც ქვეყნის "ღალატია", ჰოდა ნაბიჯით იარ! "დიდი" მაგრამ ბრიყვი რუსეთისკენ

 

ლაშა, არჩილ, ეს ფორუმი ჩემთვის აღარ არსებობს, რამეთუ გუშინდელი უსამართლობის შემდეგ პროტესტის ნიშნად მხოლოდ ათასში ერთხელ შემოვალ , მაგრამ მინდა გითხრათ|გთხოვოთ|გაგაფრთხილოთ , თქვენს მიერ რუსთმოყვარულთა მიმართ გაკეთებული რევერანსებით დათვურ სამსახურს უწევთ ფორუმსაც და ქვეყანასაც, რამეთუ სარჩულს უკერავთ 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების გამეორებას.

ასე ეს! აწი თქვენ იცით

ადიოს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ვერ გავიგე რაში გამოიხატება "რუსოფილობა" ამ ფორუმზე?

ვერ გავიგე რაში გამოგვადგება ჩვენ ან "რუსოფილობა", ან "რუსოფობია"?

მე მგონია, რომ აქ ყველანი "ქართველოფილები" ვართ და ერთმანეთს არ უნდა დავერიოთ.

მე არ ვარ გარკვეული ამ ფორუმზე გაჩაღებულ ურთიერთ გარჩევებში, მაგრამ:

1. ცუდია, რომ licemer თითქოს გაირიყა|გაირიყება დანარჩენებისგან. აქ ურთიერთ დათმობაა საჭირო. რის მაგალითი licemer მოგვცა, როცა უპირობოთ ხელი გაუწოდა მოპირისპირე ხალხს. მოპირისპირე ხალხისგან მსგავსი ნაბიჯი არ იყო.

2. licemer, აბა ვიპ-მოდერობა საქართველოს პრეზიდენტობას ვერ შეედრება. კარგ|მართალ იუზერს მოდერობა კი არა პოსტები ამაღლებენ. მიშა რომ წავა, ვერაფერი აამაღლებს. თქვენ კი - ყველაფერი თქვენს ხელშია.

 

ბატონო licemer, პირადი კითხვა მაქვს თქვენთან: ვინ აჩაღებს სამოქალაქო ომს დღეს საქართველოში და ვინ (როგორო მეთოდებით) იცავს საქართველოს სამოქალაქო ომისგან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გითხრა აბა.....

გამოვხატავ ჩემ პატივისცემას,მაგრამ არაფერში არ გეთანხმები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო licemer, პირადი კითხვა მაქვს თქვენთან: ვინ აჩაღებს სამოქალაქო ომს დღეს საქართველოში და ვინ (როგორო მეთოდებით) იცავს საქართველოს სამოქალაქო ომისგან?

GeoStream

ვაუ, :D :) ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ

 

ვინ აჩაღებს და რუსეთის მიერ "გამოძერწილი" ქართული "პოლიტელიტა". ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამას პატრიოტული ნიღბით აკეთებენ . + ქართული ბუნება, რომელიც კარგად აქვთ შესწავლილი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, ანუ ჩვენს სულსწრაფობაზე ვუბნობ. ჩვენ რომ დანაღმულ ველზე დავიარებით ფაქტია, ხომ მეთანხმები? ალბათ კი, არა GeoStream? ხოდა თუ ასეა, მაშინ რატომ ვცდილობთ მყისიერად სპრინტერის სისწრაფით გადავირბინოთ დანაღმული ველი, როდესაც სტაიერის გამოზომილი ნაბიჯებით შეიძლება ამის გაკეთება? ეს არის, ჩემო მეგობარო, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე სუსწრაფობაზე აკეთებენ გათვლას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.

 

 

 

 

 

 

ა ვინ (როგორო მეთოდებით) იცავს საქართველოს სამოქალაქო ომისგან?

რავი, ისევ ქართველი კაცის გონიერების იმედი მაქვს, რამეთუ სხვა კუთხით აბსოლუტურად დაუცველები ვართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერაფერს ვერ მივხვდი... არ მგონია რუსები ორგანულად ისე სძულდეს ვინმეს ამ ფორუმზე, როგორც მე...მაგრამ.....მართლა ვერ ვხვდები პროტესტს....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გითხრა აბა.....

გამოვხატავ ჩემ პატივისცემას,მაგრამ არაფერში არ გეთანხმები...

lasha_alo

გაოცებული დავრჩებოდი დასტური, რომ გეთქვა.

 

და რატომ planeta.ru ? იქნებ მაინც planeta.ge ?

GeoStream

მტკიცებულების ფორმით ლაპარაკი არ მჩვევია, მაგრამ დამიჯერეთ რომ მართლა ასეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერაფერს ვერ მივხვდი... არ მგონია რუსები ორგანულად ისე სძულდეს ვინმეს ამ ფორუმზე, როგორც მე

machkatela

თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ ,Lo Janko, ძუკუ, ნოდარი, ფრიდრიხი, სატურნი და + 4-5 უზერი რომ რუსთმოყვარული არ ხართ, ეს ძალიან კარგად ვიცი. უფრო მეტიც, მე არ მყავს მხედველობაში ანტიმიშისტები, რომლებიც მიშას ვერ იტანენ , მაგრამ რუსეთიშ პოლიორბიტაზე "ტასავის" წინააღმდეგები არიან. ამ კატეგორიის უზერების კარგი მაგალითი ანალგინია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ვაუ, :D :) ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ

 

ვინ აჩაღებს და რუსეთის მიერ "გამოძერწილი" ქართული "პოლიტელიტა". ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამას პატრიოტული ნიღბით აკეთებენ . + ქართული ბუნება, რომელიც კარგად აქვთ შესწავლილი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, ანუ ჩვენს სულსწრაფობაზე ვუბნობ. ჩვენ რომ დანაღმულ ველზე დავიარებით ფაქტია, ხომ მეთანხმები? ალბათ კი, არა GeoStream? ხოდა თუ ასეა, მაშინ რატომ ვცდილობთ მყისიერად სპრინტერის სისწრაფით გადავირბინოთ დანაღმული ველი, როდესაც სტაიერის გამოზომილი ნაბიჯებით შეიძლება ამის გაკეთება? ეს არის, ჩემო მეგობარო, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე სუსწრაფობაზე აკეთებენ გათვლას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.

 

რავი, ისევ ქართველი კაცის გონიერების იმედი მაქვს, რამეთუ სხვა კუთხით აბსოლუტურად დაუცველები ვართ

გეთანხმებით. პასუხი მაინც არ მომეჩვენა სრული. ნახევარი - რუსების მიერ გამოძერწილი ოპოზიცია - გავიგე. მეორე ნახევარი ვერ გავიგე: ვინ უდგას წინ ოპოზიციას სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად? ვინ და არა რა? როგორი მეთოდებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ უდგას წინ ოპოზიციას სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად? ვინ და არა რა?

GeoStream

პირდაპირი ნათქვამი "დამიწუნეთ", ამიტომ, თქვენის ნებართვით, მეტაფორას გამოვიყენებ :)

 

ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ბჭობს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ ღEბულობს, ოპოზოცია-პენსიონერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

პირდაპირი ნათქვამი "დამიწუნეთ", ამიტომ, თქვენის ნებართვით, მეტაფორას გამოვიყენებ :)

 

ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ბჭობს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ ღEბულობს, ოპოზოცია-პენსიონერია

ოპოზიციაში გავერკვიეთ. ოპოზიცია ძალიან ჭრელია.... იქ რას არ ნახავ (!)

ხელისუფლებას როგორ აფასებთ?

ეს ხელისუფლება გვიცავს სამოქალაქო ომისგან? ეს ხელისუფლება გვიცავს რუსეთისგან?

ბოდიშით, რომ ჩაგაცივდით. თუ არ გინდათ, ნუ მიპასუხებთ. მართლა არ მეწყინება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულიად მესმის ლიცის

"ღრუსეთის " თქმა როგორ იკადრეო, ქსენოფობი ხარო, საშიშ ნაცისტურ იდეებს ეგეთი ფრაზებთ ლაპარაკი კვებავსო...შერეული ოჯახებიო, ისაო ესაო... ერთი ამბავი ატეხეს აქაურმა უზერებმა...

იგივე უზერებს საერთოდ არ შეუბერტყავთ ყურები არც ერთხელ მეგრელების ლანძღვაზე, სოფლელების დაცინვაზე, "პირდაპირ ეთერში" არაერთგზის ერთი უზერისგან მეორის გინებაზე და მთელი ფორუმის ქუჩური ენით გალანძღვაზე...

სასაცილოა აქაური სიმართლის მაძიებლების ორმაგი სტანდარტები ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ხელისუფლება გვიცავს სამოქალაქო ომისგან? ეს ხელისუფლება გვიცავს რუსეთისგან?

GeoStream

რა თქმა უნდა ვერ გვიცავს (დაკარგული ტერიტორიები ამის კარგი მაგალითია). ამიტომ მოგახსენეთ, რომ აბსოლუტურად დაუცველები ვართ-თქო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...