GeoStream Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 არ ვიცნობ საქართველოს პოლიტიკურ სპეკტრს და პოლიტიკოსებს.რასაც 2006 წლის მერე ვაკვირდები არავითარ შთაბეწდილებას ჩემზე არ ახდენს.ჩემთვის მთავარია ადამიანის პოლიტიკური პოზიცია, შემდეგ კი ამ პოზიციის განსახორციებელი მოქმედებები. ამ ორი კრიტერიით პოლიტიკოსი ვერ ვნახე, რომ გული დამედოს.... იქნებ ახალგაზრდებში ღვივდება ის ქართული პოლიტიკური აზრი და აზროვნება, რაც გაგვაერთიანებს უბრალო ქართველებს და ერთმანეთის მხარის ძალას გვაგრძნობინებს? გუშინ, ფრიდრიხის და ანალგინის დებატების მოლოდინში, აი ეს წავიკითხე შემთხვევით:http://www.lib.ge/body_text.php?6546 რუსეთ–საქართველოს ომი ხატია შიუკაშვილი შემდეგ კი აი ეს:http://www.lib.ge/body_text.php?6547პასუხი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ხატია შიუკაშვილი თუ გესმით რას ნიშნავს ქალისთვის რუსების ტანკების ლულების ქვეშ, გრუხუნში და რუსი ჯარისკაცების ყიჟინში (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!) ახალსოფლიდან თბილისის გზაზე იგოეთამდე ფეხით ჩამოსვლა? მაშინ, როდესაც ამავე დროს 10 კმ იქით მამაკაცი (მთავარსარდალი ვარო დამცველებით ალყაშემორტყმული) მიწაზე ენთხმევა და მზად არის თაგვის სორო მოძებნოს... ხატიას მაღალი სულისკვეთების გარდა მე აზროვნების და მეტყველების უნარიც მომეწონა ("პასუხი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს" გადაიკითხეთ). მე არ ვიცნობ მაგ ქალს და გუშინ პირველად გავიგე. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ხატია შიუკაშვილზე: ვისი ხატია მიშა და ვისი ხატია შიუკაშვილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream ჯერ არ ვიცი ვინაა.რა ვთქვა გენიალური ლიტერატურული გადმოცემის უნარიც კი ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკოსისათვიოს დამახსიათებელ თვისებებს. შეიძლება მხოლოდ ერთი შტრიხი იყოს თვითპრეზენტაციის დროს. ახალგაზრდებზე კი.....პოლიტიკას სწავლა უნდა.ავხსნი....1) ადამიანი უნდა ერკვეოდეს ზოგად ურთიერთობებში, ქონდეს ამის ბუნებრივი მონაცემები.2)პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა შეუძლია მხოლოდ რეალიზირებულ ადამიანს ანუ თუ ადამიანს აქვს ცოდნის, ბიზნესის კეთების ან სხვა რაიმე საქმის გამოცდილება.როცა ახალგაზდას აწუხებს ამბიცია, სულაც არაა ცუდი. ადრე არ უნდა დაიძახოს ჰოოოოოპ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. არსებობს კლუბური , ენჯეოშნიკური კომუნიკაციები. შესაძლებელია დატესტოის უნარჩვევები არაა საჭირო ამბიცია პოლიტიკით დაიკმაყოფილო. უამრავი სფეროოა გაცილებით საინტერესოც კი, ტყუილად ჰგონით რომ ეს ადვილია. მარტო ჰალსტუხის ჩამოკიდება და პარტიის ბოსების გვერდით ტრიალი შველის საქმეს. ნწუ .....ურთულესი სფეროა. თან ერთია პოლიტიკური მეცნიერებით დაინტერესება, კვლეების სურვილი, მეორეა პრაქტიკულ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი.ერთი რჩევა კი მომავალს.მე სტუდენობა ეერთი პარტიის ოფისში გავატარე.ამას ნუ იზავთ. ბიბლიოთეკის კარები ჯობია. შეიძლება პარტიაშიც იყოთ, მაგრამ ჯერ საქმე.ეს კი ინტელექტის, საქმიანი თვისებების დახვეწააა. ყოველი დღე წარმავალია. რასაც გამოტოვებთ ვეღარ დაიბრუნებთ. ძალიან მალე შეამჩნევთ ჭაღარას . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream ხატია შიუკაშვილზე:მე ვიცნობ პირადად ხათუნა ერქვა, ეხლა ხატია გამხდარა? წეროს - არაფერი არ ესაქმე ბოლიტიკაშიძალიან კონკრეტულად გპასუხობ, მეტს არ დავწერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 მადლობთ პასუხისთვის!ბევრ რამეში გეთანხმებით. აღწერეთ სრულიად ჩამოყალიბებული წარმოდგენა პოლიტიკოსის გზაზე და თვისებებზე.მართალია ახალგაზრდებს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ბოლო 7 წლის რეალობამ დისკრედიტაცია გაუწია. მაგრამ, დღეს არც სხვა ასაკის პოლიტიკოსები (ორივე მხრიდან) იწვევენ ჩემ ნდობას. ალბათ ასაკზე არაა სწორი ლაპარაკი ჩემს მხრიდან. უფრო ახალ მიდგომებზე და აზროვნებაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream ალბათ ასაკზე არაა სწორი ლაპარაკი ჩემს მხრიდან. უფრო ახალ მიდგომებზე და აზროვნებაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი.ასაკს ნაკლები მნიშვნელობა აქ - ფასეულობების პრობლემაა და გულწრფელობის.პირველი და მთავარი - რა ამოძრავებს ადამიანს იმა თუ ამ შემთხვევაშიამ თვალსაზრისით შეაფასე ქმედებები და სიტყვები - რატომ აკეთებს და ლაპარაკობს ადამიანი იმას რასაც ლაპარაკობს ან აკეთებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream მე ვიცნობ პირადად ხათუნა ერქვა, ეხლა ხატია გამხდარა? წეროს - არაფერი არ ესაქმე ბოლიტიკაშიძალიან კონკრეტულად გპასუხობ, მეტს არ დავწერ წეროს ბაიების მოტანა სცოდნია არაფრის მომტანად წერს თუ?... თუ მაინც (თქვენი აზრით) რამეს მოიტანს მაგის ნაწერი? არაფერი ესმის პოლიტიკაში ამის გამო "1) ადამიანი უნდა ერკვეოდეს ზოგად ურთიერთობებში, ქონდეს ამის ბუნებრივი მონაცემები. (@lasha_alo)" ?იმიტომ გეკითხებით, რომ მეც არაფერი მესმის ქართულ პოლიტიკაში, რადგან ქართული პოლიტიკა გადატვირთულია "ზოგად და პიროვნულ ურთიერთობებით", ჭორებით.საერთოდ პოლიტიკაში (როგორც ძალების და ინტერესების ურთიერთობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ) კარგათ ვერკვევი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream არ ვიცი რა ასაკისა ხარ.თუ იმ ასაკის ,რომელიც ავათარშია..აიქიუ მაღალი გქონია ეს ისე ... პოლიტიკა არაა გარეწრობის ხელოვნება. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით -შავ სამყაროში რატომაა ძნელი ადგილის შენარჩუნება ??რადგანაც ფსონი მაღალია და მხოლოდ ძლიერი იგროკები იმნარჩუნებენ ადგილს.რატომაა ბიზნესში ტავის დამკვიდრება რთული?ფულს შეეხება საქმე და ონლი ბიზნეს კანონზომიერებებს ცოდნა უნდა.პოლიტიკა ფსიქოლოგიურად ზუსტად იგივე მომენტთანაა კავშირში....უნდა სეგეძლოს ცხელ ტემპერატურაში გაძლება და როგორ შეინარჩუნებ ადამიანურ თვისებებს ეს ადამიანზეა დამოკიდებული. მთავარი სულაც არაა სრულად უარი თქვა ეთიკაზე. მეტიც, ამორალურობა წარმატების გარანტია არანაირად არაა,რადგანაც თუ გაიშიფრე ...ტოვებ ასპარეზს ასე რომ პოლიტიკაში შესვლას თუ ვინმე გადაწყვიტავს .....უნდა იცოდეს ცხოვრება პოლიტიკის გარეთაც სეაძლებელია და თუ მაინც არ ეშვება .....ბუნებრივად უნდა იყოს ის ვინც არის(ან შექმნას იმიჯი) ....ცხოვრება რომ ომია ისედაც გასაგებია .პოლიტიკა ცხოვრების ნაწილია ...მეტი არაფერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream არაფრის მომტანად წერს თუ?.რატომ არაფრის მომტანად?თუ ყავს მკითხველი. თუ აუცილებლად პოლიტიკაში უნდა იმოღვაწოს მწერალმა და პოეტმა?მე ვფიქრობ, მათ სხვა დანიშნულება აქვთ ცხოვრებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream არ ვიცი რა ასაკისა ხარ.თუ იმ ასაკის ,რომელიც ავათარშია..აიქიუ მაღალი გქონია ეს ისე ... პოლიტიკა არაა გარეწრობის ხელოვნება. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით -შავ სამყაროში რატომაა ძნელი ადგილის შენარჩუნება ??რადგანაც ფსონი მაღალია და მხოლოდ ძლიერი იგროკები იმნარჩუნებენ ადგილს.რატომაა ბიზნესში ტავის დამკვიდრება რთული?ფულს შეეხება საქმე და ონლი ბიზნეს კანონზომიერებებს ცოდნა უნდა.პოლიტიკა ფსიქოლოგიურად ზუსტად იგივე მომენტთანაა კავშირში....უნდა სეგეძლოს ცხელ ტემპერატურაში გაძლება და როგორ შეინარჩუნებ ადამიანურ თვისებებს ეს ადამიანზეა დამოკიდებული. მთავარი სულაც არაა სრულად უარი თქვა ეთიკაზე. მეტიც, ამორალურობა წარმატების გარანტია არანაირად არაა,რადგანაც თუ გაიშიფრე ...ტოვებ ასპარეზს ასე რომ პოლიტიკაში შესვლას თუ ვინმე გადაწყვიტავს .....უნდა იცოდეს ცხოვრება პოლიტიკის გარეთაც სეაძლებელია და თუ მაინც არ ეშვება .....ბუნებრივად უნდა იყოს ის ვინც არის(ან შექმნას იმიჯი) ....ცხოვრება რომ ომია ისედაც გასაგებია .პოლიტიკა ცხოვრების ნაწილია ...მეტი არაფერი.. ავატარზე სურათი 3 წლის წინ არის გადაღებული: მობილურით ჭადრაკს ვთამაშობ ტურნირში.პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ კატეგორიულად. მაგრამ ზურგსაც ვერ ვაქცევ, დიდი სურვილის მიუხედავად. პოლიტიკაზე აზროვნებას და ზოგჯერ ლაპარაკს (აზროვნების გასაგრძელებლათ) არ ვერიდები. არ მიყვარს აზრის და არგუმენტების ნაცვად ემოციების კითხვა. მაინც მაინტერესებს ქართული პოლიტიკური და საზოგადო აზრი. ფსონი რომ მაღალია ყველგან, სადაც ფულზე, რესურსებზე და გავლენაზეა ლაპარაკი ეს გასაგებია. ამაში როგორ შეგეკამათებით. მაგრამ არის (რჩება) ხალხი, უბრალო ხალხი. რატომღაც მგონია, რომ აქ უფრო მეტი პოტენციალი იმალება პოლიტიკოსისთვის, ვიდრე ამერიკაში და რუსეთში. უფრო იმ მოაზროვნეების, მოღვაწეების და პოლიტიკოსების იმედი მაქვს, რომელიც საყრდენს ხალხში გამონახავს, ხალხთან უფრო ახლოსაა. მე მაგით უფრო დამაინტერესა ხატია შიუკაშილის პიროვნება, რომ (თუ წაიკითხავთ) სულ ხალხში ხდება ის მოქმედება და ხალხის ნაწილი ჩანს ხატია (თანაც აშკარად გამოკვეთილი ლიდერის და სტრესგამძლე თვისებებით). კარგი იქნება, თუ კიდევ ვინმე გამოთქვამს თავის აზრს ხატიაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 GeoStream რატომ არაფრის მომტანად?თუ ყავს მკითხველი. თუ აუცილებლად პოლიტიკაში უნდა იმოღვაწოს მწერალმა და პოეტმა?მე ვფიქრობ, მათ სხვა დანიშნულება აქვთ ცხოვრებაში გეთანხმებით, არაა აუცილებელი. და ყველამ თავისი დანიშნულებით უნდა იმოღვაწეოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 კარგი იქნება, თუ კიდევ ვინმე გამოთქვამს თავის აზრს ხატიაზე.არ ვიცნობ, ისე კარგად წერს!GeoStream ერთი ძველი ამბავია, გეცოდინება ალბათ: აკაკისთან მივიდა ახალგაზრდა და უთხრა, საყმაწვილო წიგნის დაწერა მინდა და თქვენი დახმარება თუ ვიქონიო იმედადო. აკაკიმ უპასუხა: არა მგონია სწორი იყოს საყმაწვილო წიგნებს ყმაწვილები წერდნენო! ახალგაზრდობამ, პირველ რიგში ბევრი რამ უნდა ისწავლოს. პოლიტიკა ადამიანების ურთიერთობების ხელოვნებაა და ამ საქმეს დიდი ცოდნან და გამოცდილება ჭირდება. იმიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად, ძალიან გამოუცდელ ხალხს, რომ ვანდეთ ბევრი რამ. ახალგაზრდა პოლიტიკოსი არ გამიგია მე, პოლიტიკოსი ან არის ან არ არის, ასაკის მიუხედავად. ნუ გეწყინება და ასეა.ჩემი აზრით, თუ გაინტერესებს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 არ ვიცნობ, ისე კარგად წერს!GeoStream ერთი ძველი ამბავია, გეცოდინება ალბათ: აკაკისთან მივიდა ახალგაზრდა და უთხრა, საყმაწვილო წიგნის დაწერა მინდა და თქვენი დახმარება თუ ვიქონიო იმედადო. აკაკიმ უპასუხა: არა მგონია სწორი იყოს საყმაწვილო წიგნებს ყმაწვილები წერდნენო! ახალგაზრდობამ, პირველ რიგში ბევრი რამ უნდა ისწავლოს. პოლიტიკა ადამიანების ურთიერთობების ხელოვნებაა და ამ საქმეს დიდი ცოდნან და გამოცდილება ჭირდება. იმიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად, ძალიან გამოუცდელ ხალხს, რომ ვანდეთ ბევრი რამ. ახალგაზრდა პოლიტიკოსი არ გამიგია მე, პოლიტიკოსი ან არის ან არ არის, ასაკის მიუხედავად. ნუ გეწყინება და ასეა.ჩემი აზრით, თუ გაინტერესებს!როგორ უნდა მეწყინოს, როცა სიმართლეს სწერთ?მე შევასწორე ჩემი კითხვა. "ალბათ ასაკზე არაა სწორი ლაპარაკი ჩემს მხრიდან. უფრო ახალ მიდგომებზე და აზროვნებაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ავატარზე სურათი 3 წლის წინ არის გადაღებულიაიქიუს შესახებ იგივე აზრზე ვრჩები. ადვილად ვამჩნევ ამას. პირველადი პროფესიით მაინც პედაგოგი ვარ .ალბათ ამიტომ . ეს ერთგვარი კომპლიმენტი. ვნახოთ რამდენად სწორია ჩემი წარმოდგენა. უფრო იმ მოაზროვნეების, მოღვაწეების და პოლიტიკოსების იმედი მაქვს, რომელიც საყრდენს ხალხში გამონახავს, ხალხთან უფრო ახლოსაა.ხალხიდან გამოსულ პოლიტიკოსებზე მაინცდამაინც კარგი აზრის არ ვარ.მათ პოპულისტურ დემაგოგიას ვერ ვიტან.გარემო კი უნდა იცოდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მოწესრიგდეს ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირი. არ უნდა იყოს პოლიტიკოსის გაქაჩვა და ბიზნესის კანონიერი ლობირება აკრძალული ხილი.აქააა ,რასაც შენ ამბობ იმის გასაღები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ახალგაზრდები პოლიტიკაში---ბევრად უფრო იოლი გზა გააკეტონ კარიერა ვიდრე სწავლით ( ამიტომაც ვარტ იქ სადაც ვართ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ხალხიდან გამოსულ პოლიტიკოსებზე მაინცდამაინც კარგი აზრის არ ვარ.მათ პოპულისტურ დემაგოგიას ვერ ვიტან.გარემო კი უნდა იცოდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მოწესრიგდეს ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირი. არ უნდა იყოს პოლიტიკოსის გაქაჩვა და ბიზნესის კანონიერი ლობირება აკრძალული ხილი.აქააა ,რასაც შენ ამბობ იმის გასაღები. გეთანხმებით. მაგრამ მე არ დავწერე "ხალხიდან გამოსული", დავწერე "საყრდენს ხალხში გამონახავს, ხალხთან უფრო ახლოსაა". თუმცა "გარემო კი უნდა იცოდეს" გულისხმობს, რომ გამიგეთ რაც ვთქვი. გასაღები შეიძლება მანდაა, მაგაზე არ მიფიქრია. ალბათ ლობირება (ყველა სახის და არა მარტო ბიზნესის) უნდა იყვეს დაკანონებული. მაშინ როდესაც კანონი კანონობს. ხალხის ხმა არ ისმის. არჩევნები არ ასრულებენ თავის დანიშნულებას. ეს იმიტომაც ხდება, რომ ხალხი არ აძლევს დავალებას თავის ასარჩევ მენეჯერებს. მენეჯერები თვითნებურად რასაც უნდა იმას აკეთებენ და მერე უყვებიან (პიარის სახით) "აი ეს გავაკეთეთ, აი ეს".... აი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი გასაღები (ან ეზოსი, ან სახლის). თქვენი გასაღები უფრო კარადის გასაღებს ჰგავს სადაც ფული დევს (პირობითათ). ჩემი გასაღები დღევანდელი პრობლემების კარებსაც გააღებენ. აქ გადავდივართ პრობლემების გადაწყვეტის იმ მეთოდებზე, რომლებზეც მე მინდოდა საავტორო უფლებები მქონოდეს. ნუუ, ჭაბუკური მაქსიმალიზმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.